ლევან რატიანი - ეს აურზაური მალე დასრულდება

მალე დასრულდება ეს აურზაური, მაგრამ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრების გაგრძელება,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

ვანო მაჭავარიანი უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოძახებაზე - ეს არის ივანიშვილის შიშებზე და მოთხოვნებზე აწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის რეაგირება

ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევა არის დიპლომატიურ პრაქტიკაში ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და ეს ხდება ხოლმე ძალიან მძიმე კრიზისის დროს. სააკაშვილის დანიშვნა რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად არ არის კრიზისი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

>>>

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჰოსპიტალი ავრცელებს.

>>>

საქართველოში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

>>>

მამუკა მდინარაძე - რუსეთს ჯერ ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი

მოდი, ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს შესასრულებელი, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას.

>>>

კახეთის რწმუნებულის ინფორმაციით, საგარეჯოში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა და მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

>>>

ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ბრძანებას.

>>>

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, დანიშვნის თაობაზე საუბარია პრეზიდენტის 169/2020 ბრძანებაში „რეფორმების ეროვნული საბჭოს საკითხები და რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტი“, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურმა ხელი 7 მაისს მოაწერა.

ინსტაგრამ ლაივი - რა უხდება ყველა ქალს და როგორი მაკიაჟი გავიკეთოთ კარანტინის პირობებში - ანა ბერიძის რჩევები

მომღერალ, ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა - ,,სტუმრად ნინოსთან" აგრძლებს ინსტაგრამ ლაივში მაუწყებლობას.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !