კორონავირუსი: აქ ასეთებიც ხდება! - როგორ გრძნობენ თავს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია

Image

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში გვიყვება, როგორ გრძნობენ თავს თავად ჟურნალისტი და მისი მეუღლე, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელთაც რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19 დაუდასტურდათ.

 

,,გუშინ დაუფერთხავი თერმომეტრი შემომიტანა ექთანმა გვერდით პალატიდან და 41 ეწერა . აქ ასეთებიც ხდება.

ჩვენ კარგად ვართ. რასაც გვერდიდან ვუყურებ (ზუსტად ასე გვერდი-გვერდაა ჩვენი საწოლები) ლევანი უკეთ გრძნობს თავს, თუმცა მარჯვენა ფილტვის პატარა კერაზე ანთები პროცესი დაფიქსირდა კომპიუტერის მიხედვით, ამიტომ დაიწყო მისი მკურნალობა ანტიბიოტიკებით. დაალევინეს ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც აფერხებს ბაქტერიების ზრდასა და გამრავლებას. მაღალ კონცენტრაციებში ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას. შემდეგ დალია კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება. დამათხელებელი ისევ გაუკეთეს კანქვეშ და გადასხმა. ამ ჩამონათვალიდან მე მხოლოდ გადასხმას და დამათხელებელს მიკეთებენ. საღამოს მაქვს უძლიერესი თავის ტკივილი, ვსვამ ტკივილდამაყუჩებელს.

ჩემი ფილტვები სუფთაა. მაგრამ ისევ ვიღაც მიჭერს ყელში თოკით. მაქვს მშრალი, მაგრამ არა ძალიან შემაწუხებელი ხველა. სიცხე 37,3. ხანდახან ეს თოკიც იხსნება და სიცხეც; და ვხვდები სრულიად უსიმპტომო. საღამოობით უფრო ცუდად ვარ ხოლმე. მაჟრიალებს და თავის შემაწუხებელი კტივილი მაქვს. გემოს რეცეპტორები ისევ ადგილზეა. მანჯიმ გამოგვიგზავნა საჭმელი და ისეთი გემრიელი იყო, აი, უხ! მადლობა მანჯი. ყნოსვაც გვაქვს. ორივეს სუსტი სურდო გვაქვს და რის საშუალებასაც სურდო გვაძლევს სუნებს ვარჩევთ.

დილით მტრედი მოფრინდა ჩემთან .

რამდენი იფრინა და აქ დასკუპდა. კოვიდიანების ფანჯარასთან ასე ფრენა ხუმრობა საქმე რომ არ არის. ახალი კონტაქტი შემემატა - მტრედი.” წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !