"34 000 ლარი კი არ უნდა მეყოს მე, მე უნდა ვეყო 34 000 ლარს" - სამთავრობო პრემიები და ხელფასები პერიფრაზირებულად

„გზასთან“ ზურაბ ტყემალაძის ინტერვიუს ფრაგმენტი სოციალურ ქსელებში ფართო განხილვის საგანი მაშინვე გახდა, ხოლო დღეს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა მინისტრებისა და მათი მოადგილეების მიერ გამოწერილი პრემიების შესახებ ახალ პერიფრაზს დაუდო სათავე.

>>>

თქვენი ადგილი პარკინგზე დაკავებულია-აქცია შშმ პირების მხარდასაჭერად

რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან, კინოს სახლთან ,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი პარკინგის ადგილები თავისუფალია, სამაგიეროდ, დაკავებულია სხვა მანქანების გასაჩერებელი ადგილები და იქ შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლები დგას.

>>>

ირმა ნადირაშვილი მინისტრებისა და მოადგილეების მიერ მიღებულ ანაზღაურებაზე ინფორმაციას აქვეყნებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი "ფეისბუქზე" აქვეყნებს მინისტრებისა და მათი მოადგილეების მიერ მიღებულ ხელფასებზე, პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე მოპოვებულ ინფორმაციას.

>>>

როგორ მოქმედებს რუსული პროპაგანდა - ამერიკელი ჟურნალისტის ექსპერიმენტი

გამოცემა Business Insider-ის ჟურნალისტმა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, გადაწყვიტა, ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ რუსული მედიის მასალები ეკითხა და ენახა, შეგნებულად თქვა რა უარი ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებზე.

>>>

მოსკოვში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც ინკასატორებს ძარცვავდნენ

მოსკოვში რუსმა სამართალდამცველებმა მძარცველები დააკავეს, რომლებიც ინკასატორების მანქანებს უკაცრიელ ადგილას ესხმოდნენ თავს. დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.

>>>

პრეზიდენტმა 121 მსჯავრდებული შეიწყალა

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 121 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გააკეთა. შეწყალებულთაგან 93 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, 28 მათგანს სასჯელი შეუმცირდება. 

>>>

გუანტანამოს ციხის ორი პატიმარი სასჯელის მოსახდელად საქართველოში გამოგზავნეს

გუანტანამოს ციხიდან საქართველოში სასჯელის მოსახდელად გამოგზავნილ სამ პატიმარს კიდევ ორი დაემატა. პატიმრები საქართველოში უკვე გამოგზავნეს. 2010 წელს საქართველოში გუანტანამოს ციხის პირველი სამი პატიმარი მიიღეს.

>>>

სააკაშვილი: „გახსოვთ, „ჯღანას“ აქცია? მე ვერ ვხდებოდი, რატომ უნდა მოგწონდეს „ჯღანა“, მერე მივხვდი, რომ მთავარი იყო საბაბი პროტესტისთვის“

„ფორბსთან“ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 9 წელიწადში საქართველოში კულტურული რევოლუცია მოხდა და შეუძლებელი იყო, ამას კულტურული შოკი არ გამოეწვია. მისივე თქმით, ციხის სკანდალი თავიდან ბოლომდე საბაბი იყო.

>>>

ვლადიმირ პუტინი ქვეყანაში "ფერადი რევოლუციის" დაუშვებლობაზე ალაპარაკდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ის ქვეყნები, სადაც ფერადი რევოლუციები მოხდა, რყევებს განიცდიან და მსგავსი რამ არცერთმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმაც, არ უნდა დაუშვან.

>>>

„თუკი რკინიგზა ენგურამდე კეთდება, ე.ი. ომი გარდაუვალია“

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ამ ბოლო დროს აფხაზურ და სომხურ მედიასაშუალებებში პუბლიკაციები გახშირდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?