მედიაექსპერტი ია ანთაძე ახალ იდეას აანონსებს, რომლის ხორცშესხმა უკვე დაწყებულია: ქუთაისელ ახალგაზრდებთან და იდეის ავტორებთან ერთად ია ანთაზე ქუთაისის მერსაც შეხვდა და დეტალებზე ისაუბრეს. ქუთაისში "ქუჩის ბიბლიოთეკები" გაიხსნება.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული 4000 სააფთიაქო ქსელიდან სახელმწიფო მხოლოდ 13%-ს აკონტროლებს.
„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს აპროტესტებს.
რუსული გამოცემების ცნობით, პროკურატურამ ვერ აღმოაჩინა დანაშაულის ნიშნები 81 წლის ქალის მოქმედებაში, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ერთერთი სუპერმარკეტიდან სამი შეფუთვა კარაქის ქურდობის ბრალდებით პოლიციაში გადაიყვანეს და ნერვიულობისგან გულის შეტევით გარდაიცვალა.
თავისი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაიცვას თავისი მოწოდება, იყოს ხიდი რუსეთსა და ევროპას შორის. მისივე თქმით, ვერავინ გაკიცხავს ყირიმს იმის გამო, რომ რუსეთი აირჩია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მათ მხარდამჭერებს "ერთ ბანდად" მოიხსენიებს და ჩიორა თაქთაქიშვილის სტატუსზე გამოხატულ მხარდაჭერას ირონიულ კონტექსტში მოიხსენიებს.
ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქში" აქვეყნებს საკუთარ განცხადებებს, რომლითაც მან მთავარ პროკურორსა და პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე მიმართა. "მინდა ვკითხო ბატონ დავით უსუფაშვილს და გ. ბადაშვილს, ამ ქვეყანაში მაინცდამაინც ოჯახის წევრის საფლავზე უნდა დაგაკლან რომ სამართალი იპოვო?! თუ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება?", - წერს ცოტნე გამსახურდია.
რამდენიმე წუთის წინ ორთაჭალაში, საქართველოს პროკურატურის შენობასთან მისულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ონისე გერგედავა და ალექსანდრე იაკობიძე პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრაზის "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" დაწერისთვის დააკავეს.
საქართველოს პარლამენტართა ნაკრებში მეკარე გია ცაგარეიშვილი იყო, თავდამსხმელი კი 41 ნომრიანი მაისურით - დიმიტრი ხუნდაძე. "41-ს წაგება არ სჩვევია!", - თქვა მან ბოლო ვარჯიშზე ტვ "იმედთან". ქართველმა კანონმდებლებმა უნგრელ კოლეგებთან 1:5 წააგეს.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ 2006 წელს ჩატარებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დეტალები "რეაქციაში" სტუმრობისას გაიხსენა.