-
2015-02-11 12:58
მსახიობ ზურა ყიფშიძის თქმით, ადამიანმა ყველაფერი - ალკოჰოლის მიღებაც, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაც თვითონ უნდა დაძლიოს.
„ნარკოდამოკიდებულება თვითონ დავძლიე.
იმ მომენტში კარგად ხარ, მაგრამ მერეა ცუდი.
მე არ მიყვარს როცა რამე მერეა ცუდი. ამიტომ ამ ყველაფერს მოვერიდე.
ადამიანმა ყველაფერი - ალკოჰოლის მიღებაც, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაც თვითონ უნდა დაძლიოს, თუმცა შეიძლება ექიმიც დაგეხმაროს.
მე დამეხმარნენ, მაგრამ მთავარი მაინც მე შევძელი. ჩემი ნარკოდამოკიდებულება ოჯახზე არ აისახებოდა. ამ ყველაფერს ჩუმად ვაკეთებდი, მაგრამ მერე გამოჩნდა.
მეუღლე ძალიან დამეხმარა. გარდა იმისა, რომ ის ჩემი საყვარელი ადამიანია, მეგობარიცაა. ძალიან მაგარი მეუღლე მყავს. მე საერთოდ, ყველგან ძალიან ჯაჯღანა ვარ, თუ რამე არ მომწონს, ვერ გამაკეთებინებ, მაგრამ თუ მინდა, ბევრ რამეს გავაკეთებ.
ამ გადასვლების მომენტში ცოლი ჩემთვის ყველაზე მაგარი ადამიანი იყო. ის ყველაფერს გრძნობდა, როდის „ვჭედავდი“, როდის ვიყავი პირიქით. მოკლედ, ცოლი მაგარი მყავს“, - აღნიშნავს ზურა ყიფშიძე.
„სარკე“