ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.1472-ზე დაფიქსირდა. თუმცა, ბირჟაზე დოლარს 2.05 ყიდულობენ და 2.22 ყიდიან.
საღამოს 21:00 საათზე "კურიერის" სპეციალური გამოშვება კიევიდან გავა ეთერში. "რუსთავი-2" მაყურებელს კორესპონდენტების ჩართვებს, სპეციალურ რეპორტაჟებს და ბევრ საინტერესო სტუმარს შესთავაზებს.
კიევში მაიდნის გამოსვლებისა და რევოლუციის წლისთავს აღნიშნავენ. კიევის ცენტრში, მაიდანზე და ინსტიტუტის ქუჩაზე, სადაც სნაიპერებმა მშვიდობიანი დემონსტრანტები დახოცეს, მათი დახვრეტის ადგილებზე ცისკენ პროჟექტორების შუქია მიმართული.
თბილისის ქუჩებში მაღაზიები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. 2014 წლის ნოემბრის შემდეგ მხოლოდ პეკინის ქუჩაზე, სადაც ცნობილი მაღაზიები იყო, 10 ობიექტი დაიხურა და ახლა მათ ადგილას განცხადებაა - ფართის გაქირავების შესახებ.
ოფიციალური ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის 68 მლნ დოლარიანი შემცირება და ფულადი გზავნილების 23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. თუმცა, ლარის კურსის დაბალანსება ვერ ხერხდებოდა 2013 წელსაც, როცა ქვეყანაში ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი იყო და ფულადი გზავნილებიც მატულობდა.
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კოლეგებს უმრავლესობიდან მოუწოდებს, პარტიულობა დაივიწყონ და 20 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ერთად გაიარონ ლარის გაუფასურების თემა, რათა გამოსავალი მოიძებნოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლი 4 თვის განმავლობაში სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია მეოთხედ განახორციელა და 19 თებერვალს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
25 წლის ქალმა, რომელიც ამ საბედისწერო მომენტში "ფორდ ფოკუსს" მართავდა, ორჯერ კომაში ჩავარდნის მიუხედავად, სრულად გამოჯანმრთელება და რეაბილიტაციაც შესძლო და ეს კადრებიც რამდენჯერმე ნახა. ის ბედნიერად თვლის თავს, რომ ამ დაუჯერებელ სიტუაციაში ცოცხალი გადარჩა.
გაზეთი „ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს ვიქტორია ნულანდისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრების დახურული შეხვედრის დეტალებს და წერს, რომ ნულანდმა ნაციონალებს, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო.
ქართულ ინტერნეტსივრცეში ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებებს იხსენებენ, სადაც "ქართული ოცნების" ლიდერი უფასო ფულზე, ათ და ოცწლიან უპროცენტო კრედიტებზე და ყველა თანხის პირადად გადახდაზე საუბრობს.