
ცნობილმა ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა მეგობრებს გამოწვევა გაუგზავნა, ქართული ენის ბარბარიზმებისგან დაცვა სთხოვა და პირველი მაგალითიც უჩვენა.
„გთხოვთ, მარცხენა ხელის გულზე დაწეროთ ბარბარიზმი და გადახაზოთ, მარჯვენა ხელზე კი მისი ქართული შესატყვისი.
შემდეგ იმავეს გასაკეთებლად გამოიწვიეთ მეგობრები და ასე, უმტკივნეულოდ ერთმანეთს მშობლიური სიტყვები შევახსენოთ.
აი, პირველი სიტყვაც: გააშიარე-გააზიარე“ - წერს გოგა ჩანადირი.
ფოტოხელოვანის გამოწვევა უამრავმა მეგობარმა გაიზიარა და გოგას „ფეისბუქის“ კედელზე უამრავი ფოტო გაჩნდა.