შსს: "გამოიჩინეთ სიფრთხილე, შალვა აბულაძე შეიარაღებულია"

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე საზოგადოებას ვთხოვთ თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

>>>

ბექა მარგიშვილი მღერის - ვიდეო მოკლული პოლიციელის არქივიდან

ვრცელდება ვარკეთილში მოკლული 28 წლის პოლიციელის ბექა მარგიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" ატვირთული ვიდეო, სადაც აღწერილია, ერთერთი სამეგობრო შეკრების დროს როგორ მღერის ბექა მარგიშვილი.

>>>

ლევან იზორია: „საქმე გვაქვს პროფესიონალ დამნაშავესთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებასაც კი ეწევა“

შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის დროს პოლიციელმა ეჭვმიტანილი დასაბუთებული ვარაუდის არსებობის გამო გააჩერა.

>>>

თამარ ჩერგოლეიშვილის ჩამონათვალი: „პოლიციას ძალა გამოაცალეთ მაშინ, როცა...“

„ტაბულის“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი შსს-ს ხელმძღვანელობას მიმართავს და იმ ჩამონათვალს უგზავნის, რის გამოც, მისი აზრით, პოლიციას ძალა ეცლებოდა და ეცლება.

>>>

დიტო ჩუბინიძე შალვა აბულაძესთან გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე კომენტარს აკეთებს „ფეისბუქზე“ დღეს გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც ის ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძესთანაა გადაღებული.

>>>

პარიკიანმა მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი დღეს დილითაც გაუხსნა

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს, რა კავშირია ვარკეთილში ძებნის ოპერაციის დროს ნაპოვნ ტანსაცმელსა და პოლიციელის სავარაუდო მკვლელს შორის. შს მინისტრი ბორჯომში მომხდარი მკვლელობისა და გუშინდელი შემთხვევის ხელწერათა იდენტურობაზეც საუბრობს.

>>>

პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ტანსაცმელი და მანქანა ნაპოვნია

შსს-ს მიერ ჩატარებული ძებნის ოპერაციის შედეგად ნაპოვნია პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ნახმარი ტანსაცმელი და „რენოს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც საქარე მინაზე ტყვია აქვს მოხვედრილი. სავარუდოდ, მანქანა თავდამსხმელს არ ეკუთვნის და მას ბრმა ტყვია მოხვდა.

>>>

"მიწის და ზეცის გასაყართან დროებით ვსახლობ..." - მოკლული ბექა მარგიშვილი ლექსებს წერდა და "ფეისბუქზე" აქვეყნებდა

"მიწის და ზეცის გასაყართან დროებით ვსახლობ, რომ შევეგებო მარადისობის გასხივოსნებას!", - პროფილის გარეყდად პოლიციელ ბექა მარგიშვილის მიერ შერჩეული ეს სიტყვები მის პროფილს გარდაცვალების შემდეგაც შემორჩა. პოლიციელი, რომელიც კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა, ლექსებს წერდა და "ფეისბუქზე" აქვეყნებდა.

>>>

ღარიბაშვილი: "პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება!"

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და უსამძიმრებს გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს. პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება:

>>>

შსს სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?