საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას. მისი თქმით, რეზიდენციის თემა არა კვადრატულ მეტრებს, არამედ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ის ვალდებულია, იყოს დამოუკიდებელი და მითითებებს არ დაემორჩილოს.
"მეგა ტვ"-ს წამყვანი თეა ჩეჩელაშვილი, ავტორი და წამყვანი გადაცემისა "ჩარჩოს გარეშე" შეკითხვებს უსვამს გიორგი კეკელიძეს.
ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით შავლიაშვილს „ქართუ ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს ექსპრემიერმინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „2030“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ თუ გვაქვს სახელმწიფო, წესებს ყველა, მათ შორის, პრეზიდენტიც უნდა დაემორჩილოს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარების გამო დატოვა.
ქობულეთში ავტობანის მშენებლობით დაკავებული კომპანიის მუშები დააყაჩაღეს. ინფორმაციას "ბათუმელებზე" დაყრდნობით "ნეტგაზეთი" ავრცელებს. ფაქტს შსს-ც ადასტურებს.
გურჯაანის გამგეობის შენობაში მდებარე მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო დილიდან აჭედილია. კარზე ცოცხი მიამაგრეს და პლაკატები გააკრეს.
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს. შემთხვევა დაახლოებით დილის ათ საათზე მოხდა.
ვალერი გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული დაცვით და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით და ის დაზუსტებას არ საჭიროებს.