
მსახიობმა გურანდა გაბუნიამ „რეაქციის“ სტუდიის სტუმრის ადგილი დატოვა და გადაცემიდან წავიდა, როცა გადაცემის სხვა სტუმარი მაია ორჯონიკიძე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებდა.
„არ შემიძლია ამის მოსმენა ბიძინაზე“, - განაცხადა გურანდა გაბუნიამ, ბოდიში მოიხადა და სტუდიიდან გავიდა, დამსწრეებს კი თეატრში სიარულისკენ მოუწოდა.