შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, თბილისის ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რადგან დედაქალაქში მომხდარმა სტიქიამ ზოოპარკში ვოლიერების დაზიანება და ცხოველების გარეთ გამოსვლა გამოიწვია.
13 ივნისის წყალდიდობა თბილისში. სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული კადრებიდან ამოღებული ფოტოები დატბორილი უბნებიდან და მონაკვეთებიდან.
ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. წითელი ეკლესიის მიმდებარედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ ორი ლომი შენიშნა დასამაშველო სამსახურს ამის შესახებ შეატყობინა. ამასთან, დაახლოებით 30 წუთის წინ თბილისის ერთერთ უბანში სპეცრაზმელებმა ერთი ვეფხვი, ხოლო თსუ-ს პირველ კორპუსთან აფთარი მოკლეს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხუთი ადამიანია დაღუპული.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მინიმუმ, ოთხი ადამიანი დაიღუპა 13 ივნისს, ღამის საათებში თბილისში დაწყებული წყალდიდობის შედეგად. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ვერის დასახლებაში, ვაკე-საბურთალოს ახალი გზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიაზე.
გადაუღებელი წვიმის გამო წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასის ქვეშ მანქანებია მოყოლილი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცლებულა.
„ვადასტურებ, რომ თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, ჩემმა მოადგილემ თვითონ ნახა ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები და მოვუწოდებ მოსახლეობას, ფრთხილად იყვნენ, სანამ მიიღებენ შესაბამის ინსტრუქციებს“, -
ამ დროისთვის (1:42) არსებული ინფორმაციით, თბილისში ყველაზე რთული ვითარებაა ვერეს დასახლებაში, სადაც რამდენიმესართულიანი კერძო სახლები ადიდებულმა მდინარე ვერემ წაიღო. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თვითმხილველები წერენ, რომ მდინარემ ოთხი სახლი წაიღო, ისმოდა სახლების მტვრევისა და კივილის ხმები.
ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს გადასასვლელ გზასთან ახლოს რამდენიმე საცხოვრებელი სახლი წაიღო. დაახლოებით ერთი საათის წინ და ახლახან გამოქვეყნებულ ფოტოებზე, სადაც ერთი და იგივე ადგილია აღბეჭდილი, სამი სახლი არ ჩანს. ამ ადგილას კერძო სახლები მდებარეობს.
თბილისში, ვაკე-საბურთალოს გადასასვლელის გასწვრივ, ვერეს დასახლებაში მდებარე კერძო სახლებიდან, რომლებიც წყლის ქვეშ მოექცა, ადამიანები შველას ფანრების ანთება-ჩაქრობით ითხოვენ. ამ ადგილას მაღალი საცხოვრებელი სახლები დგას, წყალმა ფაქტობრივად, მეორე სართულამდე ააღწია.