18 წლის თინათინ ბაბლუანი "მის პლანეტა 2015"-ის მფლობელი გახდა. კონკურსი თბილისში ჩატარდა და მასში შვედეთის, უკრაინის, რუსეთის, პორტუგალიის, ბულგარეთისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
იტალიის ქალაქ ბარიში, სადაც Fieradel Levante-ს 79-ე საერთაშორისო გამოფენა ტარდება, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. ფოტოები ქალაქ ბარიდან აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
უკანა ფშავში ორი მწყემსი მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მამაკაცს ჭროლბა ცეცხლსასროლი იარაღით თავში, მეორეს კი გულ-მკერდის არეში აღენიშნება. ადგილობრივების განცხადებით, გატაცებულია ცხვრის ნაწილიც.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ კახელმა გლეხებმა რეალობა კარგად იციან, მაგრამ სიტუაციას „ნაციონალური მოძრაობის“ ის აქტივისტები ამწვავებენ, რომლებიც თავად უშლიდნენ ღვინის ქარხნებს ყურძნის ჩაბარებას.
ბიზნესმენი, საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და წინა ხელისუფლების ოპონენტებსა და ნაწილობრივ, მხარდამჭერებსაც მიმართავს.
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის რომან ფიფიას ფრესკა სამების ლავრაში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარშია განთავსებული, - ამის შესახებ "ფეისბუქზე" თვითმხილველები წერენ.
სტატია "ტურიზმი", რომელიც "ტაბულაში" 2010 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა, სწორედ იმ გახმაურებული სტატიის ავტორს ეკუთვნის, რომელმაც ბოლო დღეებია, საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა. სტატიაში საუბარი იყო ქართული სამზარეულოს მოსწაყენობასა და ერთფეროვნებაზე, ხოლო სათაურში გამოტანილი "რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს", ლამის ეროვნულ შეურაცხყოფად იქნა აღქმული.
"ფორბს ჯორჯიას" რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი "ფეისბუქზე" ეხმიანება 2013 წელს გამოქვეყნებულ უილიამ დანბარის სტატიაზე ("რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს - ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა") ატეხილ აჟიოტაჟს და შოტლანდიაში მისი სტუმრობის დეტალებს ქართულ სინამდვილესთან პარალელის გავლების მიზნით იხსენებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით საქართველოს მტავრობის მუშაობას პოლონეთში მოსაძიებელი კონტრაქტების კუთხით აფასებს და "ფეისბუქზე" წერს:
რუსეთში პოპულარულ გადაცემაში "ბრაჩნოე ჩტივო" გავიდა სიუჟეტი ქალზე, რომელიც ეჭვობდა, რომ ქმარი დაქალთან ღალატობდა და მაძებრები დაიქირავა, რათა სიმართლე დაედგინა.