ირაკლი ვაჭარაძე "ფეისბუქზე" ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ტენდენციას ცალკეული პირების მიერ თვითმკვლელობის წინ, სოციალურ ქსელებში დატოვებული სტატუსების გამოქვეყნების შესახებ და წერს, რომ მსგავსი სტატუსების რეკლამირება არაა სასურველი, რადგან თვითმკვლელობას copycat პრინციპი, ანუ სხვების მხრიდან გამეორების, მიბაძვის პრინციპი ახასიათებს.
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ელმძღვანელი ანი ნადარეიშვილი თბილისში მოქმედ სკოლა "ინტელექტთან" დაკავშირებით დამატებით დეტალებს ასაჯაროებს. ეს ის სკოლაა, სადაც გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო მონიშნული, ხოლო ეს ლიტერატურა "თავისუფალი ზონის" წევრებმა სკოლიდან ამოიღეს და მისი დირექტორისა და პატრულის ეკიპაჟის თვალწინ დაწვეს.
საზოგადოება “მოქალაქე” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილის უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს. განცხადებას ამის შესახებ “მოქალაქე” სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოხუმიდან დაახლოებით 42 კილომეტრში, რუსეთ-საქართველოს საზღვრის სიახლოვეს.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრობას უწინასწარმეტყველებს, მაშინ როცა უკრაინელები მის დანიშვნას პრემიერად სწორედ უკრაინაში ითხოვენ. ამის შესახებ პოლიტოლოგი ვლადიმირ კორნილოვი წერს.
ეგვიპტის პოლიციის სპეცრაზმმა შეცდომით გაუხსნა ცეცხლი მექსიკელ ტურისტებს, რადგან ისინი ტერორისტებად მიიჩნია. ტრაგიკულ შემთხვევას 12 ტურისტი ემსხვერპლა, ათი კი დაიჭრა.
ერეკლე მეორის საზოგადოება პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციის ჩატარებას აანონსებს, ოღონდ, რამდენიმე დღის წინ რუსულ "სპუტნიკზე" გავრცელებული მათივე განცხადების საპირისპიროდ, ამჯერად არ მიუთითებს, რომ აქცია ნატოს წინააღმდეგაა დაგეგმილი.
ლიტვა-საქართველო, მერვედფინალი. შეხვედრის საუკეთესო ფრაგმენტები.
ლიტვა-საქართველოს მერვედფინალურ შეხვედრას კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია. საქართველოს ნაკრების კალათბურთელის გიორგი ცინცაძის პასი, რომელიც სამქულიანი აღმოჩნდა - ბურთი კალათში ჩავარდა.