ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აზერბაიჯანელ ადვოკატზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ავღან მუხტარლი ნაცემი და ნაწამებია და ვარაუდობს, რომ მოტეხილი აქვს ნეკნები, თუმცა ამ დრომდე სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, უკრაინის ოპოზიციური გაერთიანების "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ სვეტლოვოდსკში თავისი პარტიის კანდიდატები წარადგინა.
შემთხვევა ავჭალის სტადიონზე - მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე, ინგლისისა და უელსის შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, მოედნის განათება დროებით გაითიშა.
"მერსედესისა" და "ოპელის" მარკის ავტომანქანების შეჯახება მსხვერპლით დასრულდა გომთან. ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
6 ივნისს, Rooms Hotels-ში მომღერალ ნინო ჩხეიძის ახალი ბრენდის Nio-ს პრეზენტაცია გაიმართება.
მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა - - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, აუდიტის სამსახურში ყოფნისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს შეხვდა. მან ელცენტროში მომხდარ ინციდენტზე და ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის მომდევნო სხდომაზე შესაძლოა მეუფე პეტრე ცაავასთვის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელონ.
გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, ორი ძმა ცივი იარაღით დაჭრეს. ჭრილობები დაზარალებულებს გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული.
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაყვანის ფაქტს ეხმაურება. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა აუდიტის სამსახურში ვიზიტისას გააკეთა.