ე.წ ტიტუშკები, რომლებიც ხელისუფლებამ ღონისძიების ჩასაშლელად ლიეჟში მიავლინა - ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიაში განვითარებული მოვლენები „Deutsche Welle”-სთან ინტერვიუში.
ორთვიანი ლოდინის შემდეგ მთავარი პროკურატურა ია კერზაიას საქმეზე გამოძიებას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით იწყებს.
სტამბოლში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 ადამიანი დაშავდა.
"ქართული ოცნება" სექტად იქცა, სადაც ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და მისი დაშლა გარდაუვალია - მმართველ გუნდში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები საუბრობენ.
პოლონელი სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქის მკვლელობას იძიებენ.
„გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის საპატრიარქოში, სასულიერო პირების თუ ერისკაცების სახით, რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ“ - ასე ეხმაურება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე წმინდა სინოდის ორწლიან დუმილს.
თბილისმა და მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ვაჭრობის პროცედურებთან დაკავშირებით მუშაობა დაასრულა - ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდება. დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე ხვალ დედაქალაქში შეიკრიბებიან, დღეს კი ბიუროს სხდომა გაიმართება.
ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა შესაძლოა ქვეყანა დატოვოს და ასპარეზობა სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ განაგრძოს. ამის შესახებ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა.
დონალდ ტრამპმა ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა. შეერთებული შტატების ლიდერმა ნიკოლა მადუროსარალეგიტიმური პრეზიდენტი უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ერთადერთი კანონიერად არჩეული შტო ქვეყნის პარლამენტია.