-
2019-04-02 17:28
"მაღალი ალბათობით, ბრიტანეთი ევროკავშირიდან გარიგების გარეშე გავა" - ამის შესახებ ბრექსიტის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ, განაცხადა.
მისი თქმით, ბრექსიტის პროცესის 12 აპრილის შემდგომ გადავადება ევროკავშირს სერიოზული რისკის წინაშე აყენებს. ბრიტანეთის პარლამენტში ტერეზა მეის გარიგება სამჯერ ჩავარდა. თემთა პალატამ ვერც ბრექსიტის ალტერნატიული ვარიანტების დამტკიცება შეძლო.
ამ წუთებში ტერეზა მეი მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს. პრემიერი კაბინეტის წევრებთან ერთად ქვეყნის ჩიხიდან გამოსვლის გზებს განიხილავს.