პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გამო შეიძლება, კიდევ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს, მათ შორის, ტრანსპორტის ნაწილში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა ღამის კურიერში განაცხადა.
“კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სწრაფ ტესტებს ქვეყანა ჩინეთიდან ელოდება.
ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედიმაინც რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულმა ტელევიზიამ კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მეცნიერთა აღმოჩენები ხშირად წლების განმავლობაში სასაუბრო თემა ხდება. ბოლო პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გიგანტური ადამიანების ჩონჩხები, რომლებიც მტკიცებულებაა იმისა, რომ ადრეულ ეპოქაში ადამიანები უფრო დიდი ზომის წარმომადგენლები იყვნენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო კვირებში კორონავირუსის ისეთი შემთხვევა გამოვლინდეს, როდესაც ინფიცირებული პაციენტის პირველწყარო ვერ დადგინდეს. TV პირველის ეთერში ამირან გამყრელიძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ერთი პაციენტის შემთხვევაში არ არის ცნობილი მკვეთრი წყარო.
საქართველოს პრეზიდენტმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
ჟურნალისტი ეკა ხოფერია "ფეისბუქში" სტატუსს აქვეყნებს და ჟურნალისტებს საგანგებო რეჟიმში კარგი
მუშაობისთვის მადლობას უხდის .
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოსალოდნელია ვირუსის მეტად გავრცელება, თუმცა ჯანდაცვის სისტემა მზადაა მიიღოს გაზრდილი ნაკადი. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, რაც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.