„ამერიკელებს ახლა ნაღდი ფული სჭირდებათ და პრეზიდენტს სურს, მისცეს ნაღდი ფული. ვგულისხმობ მომავალი ორი კვირის განმავლობაში,”- ეს განცხადება აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გარდაცვლილი ძაღლი, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა 17 წლის ჰონ -კონგელ გოგონას ეკუთნოდა, .შინაურ ცხოველს ინფექცია არ დაუდასტურდა და 14 დღიანი კარანტინის დასრულებისას ის სახლში დააბრუნეს, ორი დღის შემდეგ კი ძაღლი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად სტრესულ გარემოს ასახელებენ.
ევროპამ კორონავირუსი სათანადოდ ვერ შეაფასა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გუდაურიდან გადაყვანილ პირებს, რომლებსაც უცხოელ ტურისტებთან ჰქონდათ კავშირი, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალგაზრდები უნდა მოუფრთხილდნენ მოხუცებს, რომლებიც დაავადებას რთულად გადაიტანენ.
კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი არასრუწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიმ განაცხადა.
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ და ბიზნეს აქსელერატორი სპარკის მენეჯერმა სანდრო კანდელაკმა, COVID 19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ახალი პლატფორმა –www.1anoba.ge შექმნეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი, სოციალურ ქსელში, ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ წერს.
დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.