პაციენტებმა, რომლებიც კარანტინში გადაჰყავდათ, მინები ჩაამსხვრიეს: რას ჰყვება გოგო, რომელიც თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

Image

 

პარიზიდან ჩამოსული 11 პირი თვითიზოლაციაში  გუშინ  გადაიყვანეს. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ.

 

ერთ-ერთი მათგანი, ანა ყიფიანი ამბობს, რომ მოქალაქეები თავდაპირველად აეროპორტში შეამოწმეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაბალი ტემპერატურის გამო, გადამოწმების მიზნით, გადაიყვანეს.

 

 

გოგონა აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ყველაფერი სწრაფად და ორგანიზებულად გაუკეთეს. ამასთან, ის ყურადღებას ამახვილებს, მოქალაქეთა ქცევაზეც. როგორც  ყიფიანი ამბობს, პირები, რომლებიც კარანტინში ან თვითიზოლაციაში გადაჰყავთ ხშირად წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ:

“გზაში ფანჯარასთან ვიჯექი და შემცივდა, მძღოლს ვთხოვე, ფანჯარა აეწია და მითხრა, რომ ვერ შეძლებდა, რადგან სხვა პაციენტებმა, რომლებიც კარანტინში ან თვითიზოლაციაში გადაჰყავდათ ფანჯრებს წიხლები დაუშინეს და ჩაამსხვრიეს. ახლა პერსონალი გაოცებულია, ჩვენ რომ მშვიდად ვსხედვართ. ყველანაირი კომფორტია, სად გვინდა, რა გვინდა, გვეკითხებიან ყველაფერს. გვეუბნებიან, რომ დაგვეხმარებიან ყველაფერში. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოიქცე მათნაირად და რატომ უნდა ჩაამსხვრიო ფანჯრები. მათთვის კარანტინი წამებასთან ასოცირდება ალბათ და ვერ ვხვდებით, რატომ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებენ პერსონალს“, – განაცხადა ანა ყიფიანმა.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !