ა.წ. 17 აპრილს ბ-ნმა ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება.
მესტიის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია მოკლული.
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორნავირუსით 454 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო და 20 აპრილის მდგომარეობით 2 256 შეადგინა, რაც გასული ერთი თვის განმავლობაში, კონკრეტულად კი 10 მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
დიდ ბრიტანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში კორონავირუსით კიდევ 449 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 16 509 შეადგინა. ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 4676 ადამიანი დაინფიცირდა.
სასულიერო პირებმა მცხეთაში, თბილისში, რუსთავსა და სხვა ეპარქიებში მდებარე სასაფლაოები აკურთხეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან და ფრაქციებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
დაღესტანთან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 16:53 საათზე, დაღესტანთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.5 მაგნიტუდას შეადგენდა.
ევროპის 5 ქვეყნისა და აშშ-ის შემდეგ, კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული ახლა უკვე თურქეთშია. თურქეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 86 306-მდე გაიზარდა. ამ მონაცემით ქვეყანამ ჩინეთსაც გადააჭარბა, სადაც ეპიდემია თავდაპირველად დაიწყო.
აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 38 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, წელს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, წიგნის ჩუქების დღე განსხვავებულად აღინიშნება. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.