"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ რუსი ოკუპანტების საკმაოდ უცნაურ ფოტოებს. მათგან ზოგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა გადაღებული.
"პლეიბოის" მოდელი Playboy Enterprises და რადიოწამყვან კევინ კლიანს უჩივის. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ელიზაბეტ დიქსონი დათანხმდა, დუნდულებს შორის გოლფის ბურთი დაემაგრებინა და რადიოწამყვანს დარტყმა ასე შეესრულებინა.
შალვა კილაძის დაკითხვასა და ბრალის წაყენების ფაქტს მისი ქალიშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება. მაკა კილაძე მოუწოდებს ფინანსურ პოლიციას, არ გახადონ შალვა კილაძე მხვერპლი, რადგან ის რამდენიმე წელია მძიმე ავადმყოფია.
ვანში მომხდარი ტრაგედიის გახმაურებისთვის, სასწრაფო დახმარების ექიმს პოლიციიდან დაურეკეს ჯერ გალანძღეს, შემდეგ კი ვანის პოლიციის სამმართველოში წაიყვანეს.
გიგი უგულავას სიმამრი შალვა კილაძე სახლში დაკითხეს და ბრალი წაუყენეს. კილაძე დაკითხვაზეხვალიყოდაბარებული, თუმცამას უწყებაში დაბარებიდან რამდენიმე საათში შინ მიაკითხეს და დაკითხეს, შინ მისვლის მიზეზად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
"აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც სამაჩაბლოს ქართულ სოფლებში 2014 წელსაა გადაღებული.
საარჩევნო კამპანიას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდიდან დაიწყებს. 12 აპრილს შეკრება ილიას ძეგლთან გაიმართება, ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს.
რუსი ოკუპანტები გალის რაიონში ენგურის სანაპირო ზოლზე მოსახლეობის აყრას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ,,აქცენტი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემას განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით აღწერა უკვე ჩატარებულია.
ბათუმიდან სოჭის მიმართულებით საზღვაო მიმოსვლა აღდგენილია. ამ რეისს კომეტა შეასრულებს. სოჭიდან ბათუმში კომეტა პარასკეობით, ბათუმიდან სოჭში კი ხუთშაბათობით იმოძრავებს.
გიგი უგულავას სიმამრი ხვალ დაკითხვაზე დაიბარეს, მაგრამ როგორც ქალაქის უფლებაშეჩერებული მერი წერს, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კილაძეს სახლში პროკურატურიდან ბრალის წარსადგენად მიაკითხეს.