-
2014-04-14 19:39
უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ტურჩინოვის განცხადებით, უკრაინას ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება გაეროს სამშვიდობო ძალებთან ერთად სურს.
ამის შესახებ სატელეფონო საუბარი ტურჩინოვსა და გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს შორის შედგა.
„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი და მივესალმებით, თუ თქვენთან ერთად იქნება ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია ქვეყნის აღმოსავლეთში. ამ გზით, სპეციალისტები და დამკვირვებლები შეძლებენ დაადასტურონ უკრაინის ხელისუფლების მოქმედებების ლეგიტიმურობა და კანონიერება“, - განუცხადა ტურჩინოვმა პან გი მუნს.
ტურჩინოვის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ვერ მიატოვებს ქვეყნის აღმოსავლეთში იმ ადამიანებს, რომლებსაც ტერორისტები ემუქრებიან.