უკრაინის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის აღმოსავლეთში ფარტომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების თაობაზე.
დონეცკის ოლქში, ვოლოდარკის შორიახლოს, უკრაინელმა აქტივისტებმა გააჩერეს ავტობუსი, რომელიც დონის როსტოვიდან მოდიოდა და რუსი სამხედროებით იყო სავსე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ტელევიზიით გასულ კადრს, სადაც ამჟამინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ ჩატარებული გახმაურებული სპეცოპერაცია "ენვერის" მონაწილეთა შორისაა.
გორში 2013 წლის ბოლოს მომხდარი შემთხვევის შესახებ, როცა პოლიციელებმა ორი ძმა სასტიკად სცემეს და მათ პოლიციის განყოფილების შიდა საძინებელ ოთახში ემუქრებოდნენ, „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი“ წერს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 11 აპრილს გაიმართა.
საქართველოს ომის ვეტერანთა მიერ 14 აპრილს კიდევ ერთი აქცია ანონსდება. განცხადების მიხედვით, აქცია 11:30 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობის მისაღებად ვეტერანები უხმობენ ყველას, ვისაც სწამს, რომ დანებება გამოსავალი არ არის და ერთად დგომაა საჭირო.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ამოქმედებული სანქციების გამო რუსეთმა 150 მილიარდი ამერიკული დოლარი დაკარგა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვისა და ბზის კურთხევის შემდეგ იქადაგა და ოჯახში მამაკაცის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„არა კოლაბორაციონიზმს“, „არა მტერთან თანამშრომლობას“ ამ ლოზუნგებით მთავრობის კანცელარიასთან აქცია იმართება. აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებიან.
მონაცემებით, რომელიც რუსეთის ცენტრო ბანკის სტატისტიკას ეყრდნობა, რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვი 4 აპრილის მონაცემებით, შემცირდა და 2010 წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. ცენტრობანკის ცნობით, ამჟამად მათი მოცულობა 473,9 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს.
მსოფლიოში ცნობილი ცოცხალი ბარბი ვალერია ლუკანოვა ავრცელებს ფოტოს, სადაც მაკიაჟის გარეშე არის გამოსახული.