
როგორც "მოამბე" კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთმა დაიწყო ოხოტის ზღვის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე კონტინენტურ საზღვაო შელფზე საკუთარი უფლებების გაფორმება, - შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე პირველ ივლისამდე უნდა იყოს მზად.
საუბარია ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი 52 ათასი კვადრატული კილომეტრია და ის ოხოტის ზღვის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
ამ დრომდე აღნიშნული ტერიტორია ნეიტრალურ წყლებს მიეკუთვნებოდა და იქ გადაადგილება ნებისმიერი ქვეყნის ხომალდს შეეძლო, თუმცა მიმდინარე წლის მარტში გაერო-ს სპეციალურმა კომისიამ კონტინენტური შელფის საზღვრების შესახებ აღნიშნული ანკლავი რუსეთის ტერიტორიის ნაწილად აღიარა.
"მოამბე"