აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, -ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში რვა პაციენტი იმყოფება, ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კი კლინიკას დღეს დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ დაახლოებით 15 პაციენტის გამეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკიდან გაეწერებიან. რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაში კვლავ რვა პაციენტი რჩება.

>>>

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა.

>>>

კორონავირუსი - ვაქცინის კლინიკური კვლევები მიმდინარეობს და ადამიანებზე ცდიან

მარტის შუა რიცხვებიდან, აშშ-ში კორონავირუსის ექსპერიმენტალური ვაქცინის კლინიკური კვლევები მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინას ადამიანებზე ცდიან.

>>>

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი - პანდემიის დროს, უცხოურ ხომალდებზე ქართველ მეზღვაურებს როტაციაში აქტიურად ვეხმარებით

ქართველ მეზღვაურთა 23-კაციანი ჯგუფი დღეს დანიაში გაემგზავრა. ამავე რეისით სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, გამგზავრებამდე ქართველმა მეზღვაურებმა ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმება გაიარეს. სპეციალური რეისი კოპენჰაგენში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის ორგანიზებით დაინიშნა.

>>>

გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის EDYN წევრად და ელჩად აირჩიეს

თბილისის საკრებულო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის EDYN-ის წევრად და ელჩად აირჩიეს. EDYN ევროპისა და აზიის 22 ქვეყნის 18-32 წლამდე 200-ზე მეტ ახალგაზრდა ლიდერს აერთიანებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

>>>

ბექა ნაცვლიშვილი - მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამა არის შერჩევითი და ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს ტოვებს დახმარების გარეშე

თავრობის სოციალური დახმარების პროგრამა არის შერჩევითი და ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს ტოვებს დახმარების გარეშე,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

>>>

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, გაიზარდოს ტესტირებათა რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, გაიზარდოს ტესტირებათა რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან 156 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 156 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 534 პირი.

>>>

დონალდ ტრამპი სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივ მოხმარებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და აცხადებს, რომ მისი კომენტარები ხსნარის სამკურნალოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მხოლოდ სარკაზმი იყო.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?