ევროკომისიის წარმომადგენელმა კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა

ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა.

>>>

კომისიური წესით, ინდივიდუალურად განვიხილავთ განცხადებებს, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებსაც, ვინც თუნდაც ნამცხვარს ან ყვავილს აბარებდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინდივიდუალურად, კომისიური წესით განიხილება იმ პირთა დოკუმენტაცია, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდნენ.

>>>

დღეს, 18:00 საათიდან, კომპანიები შეძლებენ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე საქმიანობის აღდგენის მოთხოვნის მიზნით დარეგისტრირდნენ

ეკონომიკის გახსნის მიზნით, დღეს, 18:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კომპანიების რეგისტრაცია სპეციალური აპლიკაციის საშუალებით დაიწყება. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუსს, რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ საქმიანობა დაიწყონ. მისივე თქმით, თუ რომელიმე კომპანიას ხარვეზები დაუფიქსირდება, ის მიიღებს დამატებით რეკომენდაციებს და მიეცემა შესაძლებლობა, რომ გაასწორონ ხარვეზები.

>>>

კორონავირუსი: წლის ბოლოს ვაქცინა შესაძლოა, მილიონობით ადამიანმა მიიღოს

გერმანულმა კომპანია „ბიოენტექმა“, რომელიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „ფაიზერთან“ ერთად მუშობს, ადამიანებზე ტესტირება უკვე დაიწყო. კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ შემდეგი კვირიდან ტესტირებები ამერიკაშიც დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს.

>>>

ეკა ბესელია „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტიის „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.

>>>

თამარ ბარკალაია - სოციალურად დაუცველ თითოეულ ოჯახზე საშუალოდ 600 ლარი გამოიყოფა, თუმცა უმრავლეს ოჯახზე დახმარება გაცილებით მეტი იქნება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დღეს COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

>>>

საფრანგეთში სკოლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება

საფრანგეთში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სკოლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება.

>>>

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

>>>

საგარეო უწყება - ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა - 8,563

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

>>>

ეკატერინე ტიკარაძე - სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეიძლება, იყოს ხარვეზები, მაგრამ ნებისმიერი მათგანი უმოკლეს დროში გამოსწორდება

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეებს, როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე, ასევე მათ ეკონომიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?