თინა ბოკუჩავა - გიორგი გახარიას კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტში მობრძანებას - არ მოსვლის შემთხვევაში, პრემიერი გაჭირვებულ მოსახლეობას ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება

ინტერპრელაციის წესით პარლამენტში არ მოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია გაჭირვებულ მოსახლეობას ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება და არმოსვლის შემთხვევაში, გახარია იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური აპარტეიდის გარდა, სადაც მხოლოდ მათი პრივილეგირებულთა კასტა სარგებლობს იმ ვალით, რომელიც ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმა უნდა იხადონ, მათ სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნიათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინტერპელაციის წესით დაბარების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში არ წარდგება, ის კონსტიტუციას დაარღვევს.

>>>

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 252 000-ს აჭარბებს, გამოჯანმრთელებულია 1.2 მილიონამდე ადამიანი

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 252 000-ს გადააჭარბა, დაინფიცირებულია - 3 646 103 და გამოჯანმრთელებულია 1 197 708 ადამიანი, - ამის შესახებ მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.

>>>

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, დღეს ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ დამატებია, ხოლო ერთი პირი გამოჯანმრთელდა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, დღეს კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ დამატებია, ხოლო ერთი პირი გამოჯანმრთელდა.

>>>

პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კლინიკაში 2 თვე მკურნალობდა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კორონავირუსზე დღემდე დადებითი იყო, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

მამუკა მდინარაძე - ეჭვი მეპარება, რომ შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე, რომელიც არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას შეუწყობს ხელს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი ამ თემაზე მსჯელობისთვის ღიაა.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში ვირუსისგან 240 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500 პირი.

>>>

ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 107 ფაქტი გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 107 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათივე ცნობით, პოლიციამ “კომენდანტის საათის” დარღვევის ფაქტზე, 86 მოქალაქე დააჯარიმა.

>>>

მმართველი გუნდი არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისა და დისკუსიისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

>>>

ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა

დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და ინტერპელაციის წესით საპარლამენტო სესიაზე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

>>>

ზვიად შალამბერიძე - დღეიდან ქუთაისში შესვლა-გასვლა თავისუფლადაა შესაძლებელი, თუმცა, ბლოკპოსტებს ჯერჯერობით ვტოვებთ, რათა ყველა ადამიანის სკრინინგი მოხდეს

იმერეთის მხარეში ეპიდსიტუაცია უკვე მე-4 დღეა, უცვლელია, - აღნიშნულის შესახებ  იმერეთში სახელმწიფო რმწუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, გადაადგილებასთან დაკავშირებით დღეიდან ქუთაისისთვის შეზღუდვების მოხსნას ქუჩაში ხალხის განსაკუთრებული სიმრავლე არ მოჰყოლია.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !