თამარ ჩუგოშვილი - გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ამერიკიდან ვისმენდით, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე

Image

გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით, ამიტომ, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე, - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი.

 

მისივე განმარტებით, ეს პირველი შემთხვევაა, რადგან არ ახსენდება სხვა შემთხვევა, როდესაც კონგრესს დეყენებინა საქართველოსთვის თანხის შემცირების ან შეჩერების ინიციატივა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, როგორც წესი ყოველთვის, რაც კონგრესიდან ინიცირდება შეეხებოდა საქართველოსთვის თანხის გაზრდას და არა შემცირებას.

"ამ ჩანაწერს თუ ჩახედავთ, ეს პირველ რიგში, არის პროექტი, რომელიც ჯერჯერობით კანონად არ არის ქცეული, თუმცა თუ მისი მხარდაჭერა მოხდება ის იქცევა უკვე კანონად და მივიღებთ იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ვალდებულება ექნება კონგრესს და სენატს მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, საქართველოში სხვადასხვა კუთხით ანტიკორუფციული, სამართლიანი სასამართლოს თუ სხვადასხვა კუთხით, რა მდგომარეობაა. მე გეტყვით, ჩემი აზრით, თუ რისი გამოძახილია ეს. თვეების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ,რომ ნუ აქცევთ ყურადღებას რას ამბობენ პოლიტიკოსები, ნუ აქცევთ ყურადღებას რას ამბობს კონგრესი და სენატი, იმიტომ,რომ მთავარია რას ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტიო. თვეებია ვეუბნებით, რომ ეს შეცდომაა და ნუ ამბობთ ამას, რადგან ამერიკა არ არის ისე მოწყობილი, როგორც საქართველო. იქ კონგრესს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ხელისუფლების თუნდაც აღმასრულებელ შტოს და არ შეიძლება ამის საუბარი. ჩემი აზრით, ეს არის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც ამბობდა, არ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები რას ამბობენ და მთავარია სახელმწიფო დეპარტამენტი და ახლა, კონგრესიდან ისრები გადავიდა სახელმწიფო დეპარტამენტისკენ. შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, რომ გაგზავნოს ანგარიში, რა ხდება საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით,სამართლიანი სასამართლოს და ბიზნესგარემოს კუთხით და ა.შ.", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე მოსაზრებით, ეს გაფრთხილებაზე მეტია.

"გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით. ამიტომ, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე. წინასწარ იმის თქმა, მიიღებენ თუ არა კანონპორექტს, რთულია .თუ მიიღებენ, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, იმიტომ, რომ ფაქტობრივად გამოვა, საქართველო დაექვემდებარა გარკვეულ სანქცირებას. თანხაში ეს ძალიან დიდი პროცენტი არ არის, მაგრამ ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ გაჩნდა კითხვები, ამერიკის პოლიტიკურმა ორგანომ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებების შემცირება თუ შეჩერება იმის გამო, რომ საქართველო არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, არ აშენებს სამართლიან სასამართლოს,არ ებრძვის კორუფციას და ა.შ. მე მგონია, რომ ამაზე დიდი გავლენა ექნება სახვადასხვა პროცესებს, რომელიც ქვეყანაში უახლოეს პრერიოდში მოხდა. ჩვენ თუ ვნახეთ მედიაში ჩარევა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენება და არადემოკრატიული პროცესები, მაშინ ეს ჩანაწერი კანონად აუცილებლად იქცევა და მას სხვა შედეგები მოჰყვება", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !