2011 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცნობილი რუსი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილზე, წინანდალში მივიდა. ეს ფაქტი სააკაშვილის კრიტიკოსებმა არაერთხელ გამოიყენეს, ხოლო ბოლოს რეჟისორმა ქეთი დოლიძემ და მსახიობმა გურანდა გაბუნიამ "რეაქციაში" გაიხსენეს.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დააკმაყოფილა თავდაცვის მინისტრის ვალერი ჰელეთეის განცხადება გადადგომის შესახებ. მინისტრმა პრეზიდენტს განცხადებით 12 ოქტომბერს მიმართა.
დიპლომატი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე კიდევ ერთხელ ეხმიანება დაღესტნიდან საქართველოში შემომავალი გზის მშენებლობას და მის დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას.
გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებმა ხელი 1783 წელს რომ მოაწერეს, იყო არა მარტოოდენ საბაბი ამ ერების ერთობლივი ისტორიისა, არამედ მთელი შემდგომი დროის მანძილზე დღემდე მათი ურთიერთობის უცდომელი მორალური საზომი, სიტყვაზე მტკიცედ მდგომთა მხარის გამმაგრებელი, სიტყვის გამტეხთა მქენჯნელი და მამხილებელი.
საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაღუპვიდან 25 წელი გავიდა. ის 1989 წლის 13 ოქტომბერს, სოფელ ბორითთან მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაიღუპა. მერაბ კოსტავაზე უამრავი მოგონება არსებობს. მისი ბავშვობის მეგობარი ვაჟა ადამია ერთ ეპიზოდს ხშირად იხსენებდა.
ხმაურია ლოტკინის დასახლებაში, ე.წ. მეტრომშენის კორპუსებთან, სადაც საცხოვრებელი ბინებიდან გამოსახლების პროცესს გართულებები მოჰყვა. გამოსახლებას დაქვემდებარებული მოსახლეობა კორპუსის სახურავებზეა ასული.
სირიაში შეტაკებების შედეგად 22 წლის ქართველი გურამ გუმაშვილი გარდაიცვალა. ის პანკისის ხეობაში სოფელ დუისში ცხოვრობდა.
ავტოსაგზაო შემთხვევებში არცთუ იშვიათად, კურიოზული სიტუაციები სჭარბობს. ამის მიზეზი მრავალგვარია, თუმცა, ასეთი შემთხვევებისგან არც გამოცდილი მძღოლები არიან დაზღვეული.
"რუსთავი-2"-ის გადაცემაში "პოსტსკრიპტუმი" ყურადღება გამახვილდა რუსეთიდან საქართველოში შემომავალ ახალ გზებზე და მათთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.
აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის დედა "პოსტსკრიპტუმთან" აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობაშოი ბრალდებულს სამართალდამცავი ორგანოები მფარველობდნენ, ხოლო ლაშა მახარაძის მოკვლამდე მან დოლიძის ქუჩაზე ორი ბიჭი სასიკვდილოდ დაჭრა.