როგორ ხუმრობდა ჩივაძე, რა კავშირია კაზანტიპსა და ამსტერდამს შორის და რატომ არ უყვარს რუსეთის ნაკრები შოთა არველაძეს

Image

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე, რომელიც ამჟამად თურქეთის “ქასიმფაშას” წვრთნის, კარიერისა და სხვადასხვა კლუბებში თამაშისდროინდელ ეპიზოდებს იხსენებს, ასევე სხვადასხვა საკითხზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.

 

მან რუსულ ყოველკვირეულ გამოცემა “ფუტბოლს” ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს ქართული ვარიანტი worldsport.ge-მ გამოაქვეყნა.

 

გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

"ერთხელ რაღაც იუბილეს ამზადებდნენ და ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ თქვა, რომ ყველა კარგ ფეხბურთელი უნდა მიეწვია, ოთხასი თუ ხუთასი კაცი.
ალექსანდრე ჩივაძემ უპასუხა: “მერაბ, ჩვენ კუპეშიც დავეტევით. კარგი ფეხბურთელები სულ ხუთი გვყავს, ხოლო დანარჩენები, უბრალოდ, მოედანზე დარბოდნენ”;

 

"მახსოვს, სახლში ბულგარეთს ვეთამაშებოდით. ჩივაძე მატჩამდე გასახდელში შემოვიდა: “დაჯექით” და შემადგენლობა წაიკითხა – "მიხაილოვი, ივანოვი, სტოიჩკოვი, კოსტადინოვი, ლეჩკოვი, სირაკოვი. ყველა გამოიძახეს! ნეტავ რას გვიპირებენ? ბულგარელებს ეს კოზირი აქვთ, ეს და ეს, ყველგან კოზირები აქვთ!”.

 

ამ დროს ჯამარაულს ფეხი ფეხზე გადაუდია და ეუბნება: “გავრილოვიჩ, არ ინერვიულო, დღეს “ბეზკოზირას” ვთამაშობთ”.

 

- მერე რა მოხდა? 

 

- გავედით და ბულგარეთს 2:1 მოვუგეთ".

 

"ვან დერ სარი, ბლინდი, ძმები დე ბურები, ლაუდრუპები, ლიტმანენი... "აიაქსში" ისინი ერთი კვირის განმავლობაში პასს არ მაძლევდნენ.

 

თუმცა, როდესაც მიხვდნენ, რომ მეც ვაზროვნებდი და ხაჭაპურის გასაკეთებლად ჩასული არ ვიყავი, ნდობა ერთ წამში დამყარდა".

 

"რა თქმა უნდა, ამსტერდამში ზოგიერთი ბიჭი შოკირებული იყვო. მათ შორის ცნობილებიც, მაგრამ სახელებს არ ვიტყვი. რაღაც მომენტში გზაგასაყარზე ხვდებოდნენ: საითკენ?

 

იქ ხომ ყველაფერი შეიძლება. ირგვლივ ლამაზი გოგონები არიან, ოცდაოთხი საათი ყველაფერი ღიაა – მიდი გააკეთე რაც გინდა - კაზანტიპია!

 

თუმცა, კლუბში ამისთვის მზად იყვნენ და ბიჭებს “ხელს მოჰკიდებდნენ” ვიდრე თავს დაკარგავდნენ."

 

დიკ ადვოკაატმა რუსეთის ნაკრებში თანაშემწედ მიმიწვია. ის “რეინჯერსიდან” და “ალკმაარიდან” მიცნობდა. თუმცა, რუსეთ-საქართველოს შორის ომი ახალი დასრულებული იყო და ორი თვის მერე რუსეთის ნაკრებში მიმიწვიეს. უარი ვუთხარი. დიკს გაუკვირდა და მითხრა:

 

“რას ამბობ? ასეთ სამუშაოზე ყველა ოცნებობს!”. შემდეგ ის სარსანიას ესაუბრა, რომელმაც განუმარტა, რომ თუ დავთანხმდებოდი, საქართველოში ამას ვერ გაიგებდნენ. გუნდში მუშაობა პრობლემა არაა, მაგრამ ნაკრები...

 

იქ ხომ ჰიმნია, დროშაა. რუსეთის ნაკრებს არ ვგულშემატკივრობ. ისე არაა, რომ ვინმე მეჯავრება, უბრალოდ არ შემიძლია.

 

- ნაწყენი ხართ?

 

- ძნელია ამ ყველაფერის ყურება. რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს. თუმცა, სადღაც ზემოთ ადამიანები სხედან, რომლებიც ყველაფერს 100 წლით ადრე ხედავენ. ეს უმაღლესი ლიგაა, რომლის მოთამაშეები გლობალურ სიტუაციას მყისიერად ცვლიან. სამწუხაროდ ასეა. ჩვენ არავისთვის არაფერი გვითხოვია.

 

საქართველოსა და რუსეთს შორის ტრაქტატი 1783 წელს დაიდო. მანამდე რუსეთი არაფრით გვეხმარებოდა. თუმცა, მე-18 საუკუნემდე ხომ მივაღწიეთ. ქრისტიანები 325 წელს გავხდით, ბიბლია ქართულად დავწერეთ. საბჭოთა კავშირი რა, ჩვენ დავანგრიეთ?

 

საბჭოთა კავშირში კარგი არაფერი იყო. ფიზიკოს-ქიმიკოსები იარაღს აკეთებდნენ, დანარჩენები... რეჟიმი რეჟიმია და თავისუფლად ვერ იცხოვრებ. ვის არ უნდა, რომ ყველაფერი ღია იყოს? შემდეგ აფხაზეთი და ოსეთი – ეს ჩვენთვის როგორც ერთი და მეორე ხელია.

 

ოსეთი საერთოდ უძველესი ქართული მიწაა. ეს ჩვენი ტკივილია. როდესაც იქ ქართველი აღარ დარჩა, გვითხრეს, რომ დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ იქ არ უნდა ვიყოთ.

 

ე.ი. ერთი ხელი წამართვი და მეუბნები: “მოდი, ვიმეგობროთ”. მე კი გპასუხობ: “შვილი დამიბრუნე და მოსალაპარაკებლად მერე დავსხდეთ”. რუსეთის “პირველმა არხმა” გამოაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ასეთი რამ შესაძლებელია?“;

 

- ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა, ჰოლანდიაში მიხეილ სააკაშვილი თქვენთან სტუმრობდა. მას ფეხბურთი აინტერესებს?

 

- მიშა საქართველოს გულშემატკივარია. ის ფიგურულ სრიალზეც წავა, თუ ელენე გედევანიშვილი გამოდის. იუსტიციის მინისტრი რომ იყო, ჩემთან მაშინ ჩამოვიდა. შემდეგ, პრეზიდენტი რომ გახდა, ერთმანეთს კიდევ შევხვდით. მის ოჯახს ახლოს ვიცნობ. სააკაშვილს ბევრი რამის გაკეთება უნდოდა და დროს არ ელოდებოდა. თუმცა, დრო ყველას ამარცხებს. მასთან შანსი არ გაქვს.

- გიორგი დემეტრაძე ციხეში რომ ჩასვეს, მის დახმარებას შეეცადეთ?

 

- ყველა საშუალებით: პირადი მიმართვებით, სატელეფონო ზარებით, თხოვნებით. ჩვენ დახმარებას დაგვპირდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ის მას მერე გამოუშვეს, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. უდანაშაულო იყო და, უბრალოდ, ამ გაუგებრობაში მოხვდა. ამის გაგება არავის სურდა და საჩვენებელი პროცესი მოუწყვეს. ჩვენ ვცდილობდით, რომ “დემე” უფრო ცუდ სიტუაციაში არ აღმოჩენილიყო.

 

- თავად როდესმე კრიმინალს “შეჯახებიხართ”?

 

- არასოდეს. ჩვენ ყველას ნაცვლად ეს “ფიალა” კალაძემ “შესვა”, რომელსაც ძმა მოსტაცეს“.

 

ქართული თარგმანის ავტორი ლაშა თაბაგარი. გამოქვეყნდა worldsport.ge-ზე 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !