-
2014-10-15 14:44
,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციას ,,თავისუფალი თაობის" წევრები მართავენ.
პარტიის წევრები ოფისის ეზოში არიან გამოსულები. ისინი აქციის მონაწილეებს საქართველოს ჰიმნის სიმღერით და დროშებით დახვდნენ.
„თავისუფალი თაობის“ წევრებმა შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი დატოვეს და ხელისუფლებას სთხოვენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს.
„თავისუფალი თაობის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის პოლიციელებს კორდონი აქვთ გაკეთებული.