ჟურნალისტი დათო პაიჭაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებებს აფასებს, რომლებიც მან გადაცემაში „მშვიდობით იარაღო“ გააკეთა.
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გასული სეზონის მონაწილეები, ნუკი კოშკელიშვილი და ოთო ფოლადაშვილი რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში, პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გამოიჭირეს.
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „მაესტრო“ პროდიუსერებისა და ჟურნალისტების გარკვეულმა ჯგუფმა დატოვა, ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
საპარლამენტო უმრავლების ერთ-ერთი წევრის, დავით საგანელიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე გუშინ იგეგმებოდა, თუმცა უმრავლესობის დატვირთული კვირის გამო, ის გარკვეული პერიოდით გადაიდო.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ შეიმუშავა ინიციატივა, რომელიც სახელფასო დანამატებისა და ხელფასების 70 პროცენტიან ზრდას გულისხმობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი "მაესტროდან" წამოსულ ჟურნალისტებს მიმართავს და ამბობს, რომ "მაესტროსთვის" ბრძოლა უნდა, ოღონდ, ჟურნალისტებმა უნდა თქვან, სად არის სიმართლე.
გაზეთი "ქრონიკა+" აქვეყნებს ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ, წინასაახალწლო ან ახალი წლის დღეებში, თბილისში, შესაძლოა, გასაყიდად "ბიძინას ბანქო" შემოიტანონ - 54 ბანქოს ქაღალდისგან შემდგარი დასტა, რომელზეც "ქართულ ოცნებასთან" და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები იქნება გამოსახული.
პავლე კუბლაშვილი პარლამენტში უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრი პარლამენტში განმარტებისთვის და დეპუტატთა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად არ მივა, ირონიულად ეხმიანება.
ცხინვალსა და რუსეთს შორის ე.წ. პარტნიორობის შეთანხმება 2015 წლის იანვრის ბოლომდე სრული სახით იქნება მზად, - ამის შესახებ ცხინვალში ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა.
"ზვიგენი მართლა გყავთ?", - "პირველი არხის" გადაცემის "მშვიდობით იარაღო!" ავტორთან და წამყვანის ოლგა ბაბლუანის ამ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილმა დადებითად უპასუხა.