
ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მაიას და რუსუდანის დედა მძიმედაა.
„ჩემებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჩვენ პრობლემა გვაქვს - ლამარა (მაიას და რუსუდანის დედა) კვდება.
გასაკვირი არ არის- გოგოებზე სასამრთლო დევნის შემდეგ მისი ბოლო სიტყვები იყო: გვასახლებენ? ანუ სახლს გვართმევენ?.
ამ თემას შემდეგ დავუბრუნდები - ყველა ცილისწამებელს დედას შევახსენებ, მაგრამ ჩვენ ამ განსაცდელშიც უფლის მადლობლები ვართ - სიკვდილი და სიცოცხლე განუყოფელია და მადლობა უფალს, რომ ოჯახიდან ყველაზე ასაკოვანი მიდის და ოჯახს თან პატარაც ემატება - ჩვენი მაია მაიევსკაია.
ეს კი ჩემი და მაიას ფოტოა, როგორ შევხვდით ახალ წელს თელავის მარანში: ლამარიკომ გვაცალა და ახალი წელი შეგვარგო! დიდება უფალს!
თქვენთან ერთად პატრიარქმაც მოგვილოცა დაბადების დღე და გვითხრა : აწი, გოგოების დარდი აღარ მაქვსო (მაიას და რუსუდანის). ეტყობა ამას ელოდებოდა ლამარაც!!!”, - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.