ხელჩართულ ჩხუბსა და ცემა-ტყეპაში გადაიზარდა ძველით ახალი წლის აღნიშვნა გორის რაიონის საკრებულოს წევრების მიერ რესტორან "ნაჭარმაგევში" შეკრებისას. ამის შესახებ ტვ "თრიალეთი" იტყობინება და კადრებსაც ავრცელებს.
გია როინიშვილის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრიდან გაშვების შემდეგ რეჟისორ ქეთი დოლიძეს კიდევ ერთი მომჩივანი გამოუჩნდა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დავით საგანელიძის განცხადებას ეხმაურება მისი თანაპარტიელების საპარლამენტო პოსტებიდან გადაყენების შესახებ.
უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, პირად ურთიერთობებზე მაღლა საპარლამენტო რეგლამენტი და წესები დგას.
პარიზის დასავლეთში მდებარე ფოსტის განყოფილებაში შეჭრილი, ხელყუმბარითა და შაშხანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ორი პირი მძევლად აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა.
პორტალი "კვირა" აქვეყნებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თემურ ჯანაშიას კომენტარს, რომელიც ადასტურებს, რომ ზვიად გამსახურდიას კუთვნილი დაჯავშნული "მერსედესი", რომელსაც კერძო პირი ჰყიდის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეცსადგომზე იყო დაცული.
საქართველოს პარლამენტის წევრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები საზოგადოებისგან ფარულად შეთანხმდნენ საქართველოს ავიაბაზარზე რუსული კომპანიების დაშვებასთან დაკავშირებით.
„ალიასთან“ ინტერვიუში საბერძნეთში მოღვაწე დეკანოზი, მამა ელიზბარ დიაკონიძე აცხადებს, რომ მამა ილიამ ის გმირობა გაიმეორა, რაც ექიმმა ჟორდანიამ ჩაიდინა.
გერმანელი მოდელი, მაირა ჰილსი მსოფლიოში ყველაზე დიდმკერდიან ქალად აღიარეს.
„სად ეწერა, მე რომ ტვ-დან მივდივარ, გასკდა ტელეფონი და ავტორებს მინდა ტკბილად გავესაუბრო“ - დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სატელეფონო ზარებით თავმობეზრებულმა ეკა ხოფერიამ.