
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „თავისუფალი თაობის“ ლიდერს, ლადო სადღობელაშვილს სოციალური ქსელიდან ეხმიანება.
„ლადო სადღობელაშვილზე მირეკავენ კოლეგები. კომენტარი უნდათ:)
მესმის კარგად და ამიტომ მოდით ჩემს პოზიციას აქ დავწერ ყველასთვის. იმიტომ რომ კოლეგებს ვცემ პატივს და არ მინდა ჩათვალოთ, რომ უკომენტაროდ გტოვებთ:)
1. ლადო სადღობელაშვილი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ვუწოდე პუტინის ბაღლინჯო:) შეიძლებოდა ბაღლინჯო არ დამეწერა, მაგრამ სხვანაირად სათქმელს ვერ ვიტყოდი და იგივე აზრზე ვრჩები.
2. ვინმე სადღობელაშვილი აქტიურობს იმიტომ (ნებისმიერ აქტივობას ვგულისხმობ), რომ დაფინანსება მოიპოვოს. ფულს შოულობს ამით და თუ მას ჩემი ლანძღვისთვის ვინმე დააფინანსებს, ჩავთვლი ამას მორიგ ქველმოქმედებად ჩემი მხრიდან:)
P.s. სადღობელაშვილის იმედათ თუ ხართ დარჩენილები, მატროსოვის ციხესთან რომ იასამანია, აი ის, გიგის სარკმლიდან რომ ჩანს, გაზაფხულამდეც შეიძლება აყვავდეს:)", - წერს ჟორჟოლიანი.