პოპულარული რუსული ჯგუფი ДДТ და მისი ლიდერი იური შევჩუკი თბილისშია. იური შევჩუკის კონცერტი თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.
უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელსაც რუსეთის საგამოძიებო ორგანოები ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ედავებიან და პატიმრობაში ჰყავთ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ რუსი ჟურნალისტები არ მოუკლავს, ხოლო რუსეთში მყოფ მის გულშემატკივრებს საგანგებოდ გამოუცხადა მადლობა.
2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას დედა ციცინო გაბუნია წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე გენერალურ პროკურატურას ჰქონდა აყვანილი კონტროლზე, მაგრამ ის გამოუძიებელი დარჩა, ხოლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის შემდეგ ეუბნებოდნენ, რომ ეჭვმიტანილის სიკვდილის გამო საქმე დაიხურებოდა.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადებით, რომელიც მან თოქშოუ "არჩევანში" გააკეთა, ირკვევა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დილეტანტის მიერ იყო დამონტაჟებული.
კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის გამგეობის მოვალეობის შემსრულებელი, მარეხ ყამბეგაშვილი სვამს შეკითხვას, ვინ აუყვანა ადვოკატი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს, მაშინ როცა არც მას პირადად და არც მის ოჯახს ამის საშუალება არ გააჩნდათ.
ირაკლი ალასანიამ „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ პრორუსული განწყობა ქვეყანაში იმატებს, რადგან კონტრდაზვერვითი მუშაობა შეჩერებულია, ხოლო ამ განწყობებს ხელისუფლებაში მყოფმა გარკვეულმა პირებმა, მათ შორის, ივანიშვილმაც, საგანგებოდ გაუხსნეს სივრცე.
საქართველოს ყოფილი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, FBI -ს დასკვნის ნაწილის გასაიდუმლოება თავის დროზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ასევე, ზურაბ ჟვანიას ოჯახის თხოვნაც გაითვალისწინეს, რომელიც დოკუმენტის გასაიდუმლოებას ითხოვდა.
ვერძი
ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. ყურადღებით შეასრულეთ როგორც სამსახურებრივი, ისე საოჯახო საქმეები.
აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში მომხდარი ინციდენტით გავლენიანი დასავლური გამოცემები დაინტერესდნენ.
"პრაიმტაიმნიუსთან" საუბარში ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ეხმიანება "რუსთავი-2"-ზე გასაჯაროვებულ FBI-ს დასკვნას და ამ ნაბიჯს "საცოდავების უკანასკნელ შანსს" უწოდებს. მისი თქმით, ეს პიკანტური დეტალები სინამდვილეში არ არსებობს და ნაციონალების შეთითხნილია.