"გარდიანი" მოკლულ ცხოველებთან ქართველი პოლიციელების სელფებზე წერს

გამოცემა "გარდიანი" უკვე მეორე სტატიას უძღვნის თბილისში 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიას და ორივეში ძირითადად თემად, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის შემდეგ, ზოოპარკში განვითარებულ მოვლენებს გამოყოფს. 

>>>

გიორგი ლაფერაშვილი: "გუშინ ყველა გეოლოგი იყო, დღეს ყველა სცენის დეკორატორია..."

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი "კურიერის" ვერეს ხეობიდან გაძღოლის შესახებ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხმიანება და მათ პასუხობს, ვისაც იდეა არ მოეწონა.

>>>

2008 წელს, წყალდიდობისას, ვარშავის მოსახლეობამ ზოოპარკს ქვიშის ჯებირები აუშენა

მსახიობი ზურა პირველი ზოოპარკის ცხოველების დაღუპვისა და, ცალკეულ შემთხვევებში, ლიკვიდაციის ფაქტს ეხმიანება და 2008 წელს პოლონეთში მომხდარ წყალდიდობას იხსენებს: 

>>>

თინა კანდელაკს გული დასწყდა, რომ საქართველომ რუსეთის დახმარებაზე უარი თქვა

ცნობილი რუსი, ქართული წარმოშობის ტელესახე თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.

>>>

ჟანა ფრისკე გარდაიცვალა

ცნობილი რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე გარდაიცვალა. ინფორმაცის რუსული მედია ავრცელებს. ჟანა ფრისკე 2013 წლის შემდეგ სიმსივნეს ებრძოდა. 

>>>

"ნეტავ საერთოდ არ მცნობოდი... წვიმას როგორ უნდა წაერთმია შენი თავი..."

„ასეთ მომენტებში განსაკუთრებით მეზიზღება სამყარო“! - წერს სოციალურ ქსელში ინდირა ზარანდიას თანამშრომელი, ჟურნალისტი გოგა ქუცნიაშვილი. სტიქიის შედეგად დაღუპული 22 წლის გოგონა „საქართველოს ხმის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახლდათ. 

>>>

15 დაღუპული, 7 დაკარგული - სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო

16 ივნისს, საგანგებო შტაბის კოორდინაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გმირთა მოედნის, ესტაკადების, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაწმენდითი სამუშაოები.

>>>

ქართველი ახალგაზრდების მაგალითით შთაგონებული აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები გმირთა მოედანზე გავიდნენ

საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები გმირთა მოედანზე გავიდნენ და გაწმენდით სამუშაოებს შეუერთდნენ. ფოტოები "ფეისბუქზე" აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა. 

>>>

უცხოელები, რომლებიც ქართველ მოხალისეებთან ერთად თბილისის ქუჩებში გავიდნენ

ქართველ მოხალისეებთან ერთად თბილისის ქუჩებში და შლამით სავსე "მზიურის" გასაწმენდად თავიანთი სურვილით გავიდნენ უცხოელები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. 

>>>

გმირთა მოედანზე მთელი ღამე მუშაობდნენ, გამთენიისას კი ასფალტის მორეცხვა დაიწყეს

დაახლოებით 04:00-ზე თბილისის მერი დავით ნარმანია გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. ამ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა, გამთენიისას კი უკვე გასუფთავებული ასფალტის მორეცხვა დაიწყო.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?