ფრანგული სიტყვა „შალანდა“, რომელიც თარგმანში ბტყელძირიანი, თევზსაჭერი და სხვა დანიშნულების გემია, თავიდანვე იქცა მიხეილ სააკაშვილის გაგუბერნატორების აღმნიშვნელ სიტყვად და უკრაინულმა, რუსულმა და ქართულმა მედიამ სხვადასხვა ასპექტში აიტაცა.
ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ 1 ივლისს ოდესაში ოფიციალურად წარადგინა ქალაქის პოლიციის ახალი უფროსი, დონეცკელი ოლეგ მაკუხა.
ბრიტანელი ფინატროპი სერ ნიკოლას უინტონი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ზღურბლზე 669 ბავშვი საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრისგან იხსნა, 106 წლისა გარდაიცვალა.
უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი იგორ შევჩენკო, რომელიც, შესაძლოა, მალე მინისტრთა კაბინეტიდან დაითხოვონ, არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის გუნდის წევრი გახდება.
კოსტანტინე ლაშხია, იგივე კოკა, როგორც მას მეგობრები ეძახდნენ... სოხუმელი ახალგაზრდა, რომელიც ორი თვის წინ წავიდა უკრაინის ატო-ს ზონაში, რათა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ებრძოლა და ამით საქართველოც დაეცვა...
ზუგდიდის ცენტრში, რაფიელ ერისთავის ხეივნის შუა ნაწილში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან არსებული შადრევანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაიხსნა და სახელმწიფო დროშის დეტალებში იყო გადაწყვეტილი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოშალა.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებლები სხვებს აფრთხილებენ, რომ რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურში თაღლითობენ და ამ თაღლითობის მეთოდს აღწერენ.
13 ივნისის სტიქიის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი მატებაა: 30 ივნისს იქ შვლის ნუკრი დაიბადა. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის Facebook-ის გვერდი ავრცელებს.
როგორც ,,თავისუფალ ზონას" უკრაინიდან აცნობეს, ატოს ზონში, აზოვის ზღვაში ნაპოვნია დაღუპული ქართველი მებრძოლის კონსტანტინე ლაშხიას ცხედარი.
ვერძი: - დღეს ყველა წინააღმდეგობას, ბარიერს გადალახავთ და სასურველ შედეგს მიიღებთ. გარდა იმისა, რომ საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენის შანსი მოგეცემათ, ავტორიტეტების შექებასაც დაიმსახურებთ.