
საქართველოს პრემიერმინისტრმა შუამთობის დღესასწაულზე ჟურნალისტებს ნახევრად ხუმრობით უთხრა, რომ სამი წლის მიხეილ სააკაშვილმა სამი კგ კაიმაღი ჭამა, ვერტმფერნით გაფრინდა ღორჯომში და შუახევში მოუწიათ ვერტმფრენის დასმა, რადგან პრეზიდენტს კაიმაღმა აწყინა.
"...ამ დღეებში, შუამთობას, დაახლოებით 200 კილო ტრადიციულ კერძს, კაიმაღს ამზადებენ. სხვათა შორის ერთი ისტორია გამახსენდა, აჭარლებმა მომიყვნენ, როდესაც 3 წლის წინ აქ სააკაშვილი იყო ჩამოსული, ჭამა 3 კილო კაიმაღი. აქედან ის გაფრინდა ღორჯომში, გახდა ცუდად და მოუწიათ შუახევში დასმა ვერტმფრენის.
შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტი და აქედან წამოვიდა "პუმა". ამიტომ გადაიხადა მან 40 მილიონი ევრო იმის გამო, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა კაიმაღი", - აღნიშნა პრემიერმა.
კაიმაღი მთიან აჭარაში გავრცელებული კერძია, რომელსაც დიასახლისები ყოველდღიურად ამზადებენ. ზაფხულობით აჭარის მაღალმთიანეთში, მაგალითად ბეშუმში, საზაფხულო საძოვრებზე წასული ქალები რძეს სეფერატორში - რძისგან ნაღების გამოსაცალკევებელ აპარატში ატარებენ.
სწორედ ამ ნაღებს ეძახიან კაიმაღს. ეს არაჟნის კონსისტენციის პროდუქტია და ასევე არაჟანივით მომჟავო გემო აქვს. მხოლოდ ახალმომზადებული კაიმაღის ჭამა შეიძლება, შედარებით მსუბუქად, 2-3 დღის შემდეგ კი მაგრდება და ნამდვილ კარაქს ემსგავსება.
ზამთრის მარაგისთვის ამ კარაქს ამარილებენ და ისე ინახავენ. მისგან ბევრი კერძი მზადდება. ადნობენ დიდი რაოდენობით კარაქს, ყრიან შიგნით დაწნულ ყველს ან კარტოფილს. ცოტა ხნით შუშავენ ცეცხლზე და მიირთმევენ. კაიმაღს ურევენ პურის ან სიმინდის ცომში და აცხობენ, ან მოთუშულს მიირთმევენ ("მშობლები.ჯი")"