ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი თემურ ჭკუასელი ადასტურებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგურამოს კორპორატიულ შეკრებაზე საპარლამენტო სიის შედგენასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში სპეციალური ჯგუფი მუშაობს.
სახელმწიფო კანცელარიის მე-12 სართულზე, სადაც მთავრობის სხდომები ტარდება, ახალი რეგულაციის მიხედვით, ჟურნალისტები სხდომის დღეებში ვერ ავლენ - მათ მინისტრების დალოდება მესამე სართულზე, მედიაცენტრში მოუწევთ.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა "ფეისბუქში" სტატუსს აქვეყნებს და ადასტურებს, რომ მეუღლეს გაშორდა. უგულავა აღნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ სჩვევია, მაგრამ ამჯერად გამონაკლისს უშვებს, რათა თავიდან აიცილონ ბულვარული მითქმა-მოთქმა.
14 იანვარს, გვიან ღამით, ფოთში, რაიონული პროკურორის ალექსანდრე გოგუაძის ავტომანქანას მაშინ ესროლეს, როცა პროკურორი აკაკის ქუჩაზე გადაადგილდებოდა. უცნობმა პირმა მანქანის მისამართით, სავარაუდოდ, ოთხჯერ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ვოისის" არაბულ ვერსიაში დიდი ფურორი გამოიწვია 9 წლის სირიელი გოგონას ჯინა ბოუ ჰადმანის გამოსვლამ სცენაზე. მან ცნობილი სიმღერა: "დაგვიბრუნეთ ბავშვობა, დაგვიბრუნეთ მშვიდობა" შეასრულა, თუმცა, სიმღერის გაგრძელება მოწოლილი ცრემლების გამო ვერ შეძლო.
ვერძი: - მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კანონის დარღვევას. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან საქართველო კიდევ ერთხელ იხსნა აზერბაიჯანმა, მაშინ, როცა ხელისუფლებისა და "სოკარის" წარმომადგენლები დეტალებზე შეთანხმდნენ. არის თუ არა ასე სინამდვილეში და იტყვის თუ არა "გაზპრომზე" უარს საქართველო, ცოტა ხანში გამოჩნდება. "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ trend.az-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.
ლეონარდო დიკაპრიომ თავის ცხოვრებაში ყველაზე რთული წუთები ელენ დეჯენერესის შოუში გაიხსენა და თქვა, რომ ძალიან შეშინდა, როცა დაშვებისას მისი პარაშუტი არ გაიხსნა, მაგრამ ამაზე საშინლად ახსენდება შემთხვევა, როცა რუსეთში მიფრინავდა და თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა.
ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი ალან რიკმანი გარდაიცავალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მსახიობი 69 წლისა გახლდათ. გარდაცვალების მიზეზად ონკოლოგიური დაავადება სახელდება.