"არტურის ანაბეჭდები ეტყობა ამ ხელს?" - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტების შეკითხვაზე, მართალია თუ არა არტურ არუთინოვი, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატმა მეჭიაურმა ხელი გაარტყა.
საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი”- ფეისბუქაქცია #სამივე დაიწყო, იმის ნიშნად, რომ საზოგადოება ემხრობა ბათუმის ძველ ბულვარში სამივე ხეივანის შენარჩუნებას.
"ის, რაც ახლა რუსეთში ხდება, იმპერიის რღვევის პროცესია და ის გაგრძელდება. რაც შეეხება პუტინს, მან კარგად იცის, რომ თუ პრეზიდენტი არ იქნება და აღარ ექნება ძალაუფლება, მას მოკლავენ", - ამის შესახებ ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
როგორია ძალთა გადანაწილება დღეისათვის უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში? რა შანსები აქვს სააკაშვილს, გახდეს უკრაინის პრემიერი? რით შეიძლება დამთავრდეს მის მიერ უკრაინაში დაწყებული კამპანია? ამ საკითხებზე რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა "25-ე არხის" ეთერში ისაუბრა.
გრიპის ვირუსები სამ სახეობად იყოფა. ერთ-ერთი მათგანია A და სწორედ ის გახლავთ უმთავრესად პანდემიების გამომწვევი. ღორის გრიპი A გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რომელსაც მედიცინის ენაზე H1N1 ჰქვია.
სანკტ-პეტერბურგში, პავლოვის სახელობის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგი და მედდა სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარებისას მშობიარის სხეულში 2,5 მეტრის სიგრძის ზეწარი დარჩათ.
ინტერნეტში პოპულარულია საოცრად პოზიტიური ცეკვა, რომელსაც გოგონა, სავარაუდოდ, სასწავლო დაწესებულებაში ასრულებს, ცნობილი გერმანული დუეტის E-Rotic-ის ჰიტზე.
1970 წელს დაბადებული ვალიკო მჟავია, მეტსახელად "ვალო" - სწორედ ეს ე.წ. კანონიერი ქურდი აიყვანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლებმა 2016 წლის 19 იანვარს.
30 წლის ირაკლი იმნაძემ 18 იანვარს, აღმაშენებლის გამზირზე თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ის, რომ აღმაშენებლის გამზირზე ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად ირაკლი იმნაძისაა, შსს-მაც დაადასტურა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე, შესაძლოა, შს მინისტრად დაინიშნოს, - ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ ექსკლუზიურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.