-
2016-02-09 10:15
2014 წელს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", გადაცემაში "საუბრები მწერალთა სახლში" დათო მაღრაძე და ბიძინა ივანიშვილი სხვა საკითხებთან ერთად, ქართველი ადამიანის თავისებურებებზეც საუბრობდნენ.
ყოფილი პრემიერი დაეთანხმა დათო მაღრაძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ როცა უჭირს, ფსიქოთერაპევტთან ვერ მივა და ურჩევნია, გასაჭირის შესახებ მეგობარს უამბოს. ივანიშვილმა მისი აზრი განავრცო და თქვა, რომ ქართული სუფრა ამ შემთხვევაში გამოსავალია: "მიხვალ, დაჯდები ქართულ სუფრასთან, იქ მოვა შენი ფსიქოთერაპევტი, თამადა...", - ამბობს ივანიშვილი და აგრძელებს, რომ ქართული სუფრა დიდი ფენომენია და როცა მისი განსაკუთრებულობა შეამჩნია, მას მენეჯმენტშიც იყენებდა.