ზედიზედ ორი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში გამგზავრების დერეფანში მოხდა. ბელგიის სამაშველო სამსახურის ცნობით, ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა. რამდენი ადამიანია დაღუპული და რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი, ინფორმაცია კონკრეტდება.
სახელმწიფო აუქციონზე ჰყიდის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის ძრვისპირა ბულვარის ტერიტორიას, სულ 34.000 კვადრატულ მეტრს, სამი შენობა-ნაგებობით. მიწის მონაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ამის შესახებ ზუგდიდში საგანგებო ბრიფინგზე ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადეს.
რეჟისორი, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა "2030"-ის სტუდიაში ადასტურებს, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში ნამდვილად მიმდინარეობს მისი ფილმის "9+1" გადაღება.
თბილისში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" ჩამოიყვანეს. მისი ექსტრადირება ჰოლანდიიდან მოხდა.
პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" და ანსამბლი "სუხიშვილები" უკრაინელი სამხედრო მფრინავის ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერ აქციაზე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან.
დღეს, 23:50-ზე, ჭავჭავაძის 51-ში (რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობა) უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ორგანიზატორია პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება". აქციას უერთდება ანსამბლი "სუხიშვილები" რომლებიც აქციაზე "ხორუმს" იცეკვებენ.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წარმომადგენელი დეპუტატები პირადი ცხოვრების ფარული კადრების გავრცელების გამო საპარლამენტო დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. როგორც "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, ეს ერთგვარი ტესტი იქნება უმრავლესობის წევრებისთვის.
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ნულოვან სართულზე გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, აფეთქების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, - ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან Sputnik-ის კორესპონდენტი იტყობინება.
"თბილისის ფორუმზე", "საერთო ფორუმის" განყოფილებაში ერთერთი იუზერის მიერ გახსნილი თემა "იყიდება ახალი კადრები", მისი გახსნიდან მეხუთე დღეს მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში.
რამდენიმე საათის წინ ოთხი მძლავრი აფეთქება მოხდა თურქეთის ქალაქ ადანაში, რომელიც ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს. "ტვიტერისა" და სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ტერაქტების სერია გრძელდება, თუმცა ოფიციალური დადასტურება, რომ აფეთქება ტერაქტს უკავშირდება, ჯერ არ გავრცელებულა.