ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი და პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური ადასტურებენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიის პროპორციული სიიდან კანდიდატთა ნაწილის ამოღების მოთხოვნით მიმართეს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს გათავისუფლებულ გიგი უგულავას ტერმინოლოგიის შერჩევა და ემოციებისგან დაცლა ურჩია ნიკა რურუამ მას შემდეგ, რაც ერთერთ კომენტარში თბილისი ყოფილმა მერმა ფრაზა "ბიბლიოთეკის უკონისტები" გამოიყენა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამუშაო საათების დასრულების მომიზეზებით არ გააკეთეს კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ენმ-ს აღმასრულებელი მდივნის მოთხოვნით საარჩევნო კომისიამ ენმ-ს პარტიულ სიაში ცვლილებები დაარეგისტრირა.
5 წლის ლუკა ვარდიშვილს ექიმებმა დაუდგინეს იშვიათი დაავადება - ცენტრალური ნერვული სისტემის ლეიკემია.
აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გასული საუკუნის 90-იანი წლების პერიოდში არსებულ რეფლექსებს იხსენებს და წერს, რომ ისინი მეორდება.
თბილისის ყოფილი მერი, მსჯავრდებული გიგი უგულავა დღეს "თბილსერვისის" საქმეზე ჩატარებულ სასამართლო პროცესს დაესწრო და დასკვნითი სიტყვაც თქვა. სასამართლო დაცვის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სათათბიროდ გავიდა, თუმცა, ჯერ უცნობია, როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის რეგიონალურმა ორგანიზაციამ საჯაროდ, "ფეისბუქის" გვერდზე უპასუხა ენმ-ს აღმასრულებელი მდივნის, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის სერგო რატიანის წერილს იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვარს დანიშნული ენმ-ს ყრილობა "ვერ იქნება ლეგიტიმური".
ენმ-ს პოლიტსაბჭოს 24-მა წევრმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის VII ყრილობის საორგანიზაციო კომისია დადგენილი წესის გვერდის ავლით ფუნქციონირებს და მას ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რასაც ცალსახად მოითხოვს პოლიტიკური საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებული წესის პუნქტი.
28 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" მასშტაბურ გალა კონცერტს გამართავს.