WIN / Gallup International კვლევა: თუ საჭირო გახდება, გამოკითხულთა 76% საქართველოსთვის იომებს

Image

კვლევებისა და გამოკითხვების კუთხით მსოფლიოში ცნობილი ასოციაცია WIN / Gallup International აქვეყნებს კვლევას, რომელიც 64 ქვეყანაში ჩატარდა და რომლის მიზანი იყო, გამოერკვია, გამოკითხულთა რა რაოდენობაა მზად, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის დასაცავად იომოს. 

 

კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც შეკითხვაზე დადებითი პასუხი 75%-ზე მეტმა გასცა. საქართველოში გამოკითხულთა 76% მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, იომოს საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

 

საერთო ჯამში, დადებითი პასუხის გაცემის კუთხით, საქართველო მე-9 ადგილზეა 64 ქვეყანას შორის, სადაც გამოკითხვა ჩატარდა და  პოსტსაბჭოთა სივრციდან მას მხოლოდ აზერბაიჯანი უსწრებს, სადაც გამოკითხულთა 85%-ია მზად, ქვეყნის დასაცავად იომოს, თუ ეს საჭირო გახდება.

 

აღსანიშნავია, რომ დადებითი პასუხის გაცემის კუთხით, გამოკითხულთა საერთო რაოდენობაში 18-34 წლამდე ასაკი დომინირებს, ხოლო  ქალებსა და მამაკაცებს შორის შეფარდება 52%-ია 67%-ის წინააღმდეგ, მამაკაცთა სასარგებლოდ.

 

ამასთან, როგორც კვლევის ანალიზშია აღნიშნული, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში (Middle East & North Africa - MENA) ქვეყნის დაცვის მიზნით საომრად მზადმყოფთა რიცხვი 83% შეადგენს, მაშინ როცა დასავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 25%-ია.

 

საინტერესოა, რომ რუსეთში ქვეყნის დასაცავად ომისთვის მზადმყოფთა რაოდენობა, კვლევის თანახმად, 59%-ია, უკრაინაში 62%, ხოლო სომხეთში - 72%.

 

დადებითი პასუხის კუთხით დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია(13%), იაპონია(11%), დიდი ბრიტანეთი(27%) და საფრანგეთი(29%).

 

საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს მასშტაბით 64 შერჩეული ქვეყნიდან გამოკითხულთა 61%მზადაა იბრძოლოს ქვეყნისთვის, მაშინ როცა 27% უარს ამბობს, ჩაებას ომში, თუ ეს საჭირო გახდება თავისი ქვეყნის დასაცავად. 

 

გამოკითხული რეგიონების რელიგიური ნიშნით დაყოფა აჩვენებს, რომ ყველა რელიგიურ მიმდინარეობებს შორის, მუსულმანური ქვეყნების მოსახლეობა ყველაზე დიდ მზადყოფნას გამოთქვამს ომისთვის - 78%.

 

საერთო ჯამში, ასოციაციის დირექტორის ჯან-მარკ ლეჟეს განცხადებით, "პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ასი წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 61% მზადაა, ჩაერთოს ომში საკუთარი ქვეყნის დასაცავად".

 

ლაშა ბერულავა

 

 

omi.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !