პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, ჟურნალისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის, მარიამ ჯაშის ინიციატივას ეხმაურება. მიმინოშვილის კომენტარს "EDU.ARIS.GE" ავრცელებს.
კათოლიკოს პატრიარიქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს. ჩუბინიძის განცხადებით, კობაიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს დანიშნავენ.
აჭარის საპატრულო პოლიციას კახა ბუხრაძე აღარ უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფომრაციით, ბუხრაძემ თანამდებობა უკვე დატოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახა ბუხრაძეს ლევან მაისურაძე შეცვლის, რომელიც ამჟამად რუსთავის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელია.
შემოსავლების სამსახურის სპეციალისტი მადონა ჯიქია "ფეისბუქზე" ჰყვება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის დედის შესახებ, რომელიც შვილის პენსიას გაჭირვებულებს ახმარს.
თბილისის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე იქნება-ამ საკითხზე მმართველი გუნდი, გუშინ ,მუხრანში გამართულ დახურულ შეხვედრაზე შეთანხმდა.
ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს- აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ავღანს მუხტარლის გატაცების საქმეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ეხმაურება.
ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აზერბაიჯანელ ადვოკატზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ავღან მუხტარლი ნაცემი და ნაწამებია და ვარაუდობს, რომ მოტეხილი აქვს ნეკნები, თუმცა ამ დრომდე სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, უკრაინის ოპოზიციური გაერთიანების "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ სვეტლოვოდსკში თავისი პარტიის კანდიდატები წარადგინა.