აშშ-ის საელჩოს პოზიციის მიუხედავად, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი მანქანების ბაზრობა კვლავ გაიხსნა. ამის შესახებ "ვექტორი" წერს. როგორც „ვექტორისთვის“ გახდა ცნობილი, თავის დროზე საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზრობის დახურვა საელჩოს თხოვნით მოხდა, რასაც სააგენტოს მიერ მოპოვებული წერილი ადასტურებს.
ცაიშის მიტროპოლიტს მეუფე გერასიმეს მოქალაქე ვალტერ აქუბარდია სასამართლოში უჩივლებს-ამის შესახებ სამეგრელოს რეგიონული მედია სტატიას აქვეყნებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, ჟურნალისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის, მარიამ ჯაშის ინიციატივას ეხმაურება. მიმინოშვილის კომენტარს "EDU.ARIS.GE" ავრცელებს.
კათოლიკოს პატრიარიქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს. ჩუბინიძის განცხადებით, კობაიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს დანიშნავენ.
აჭარის საპატრულო პოლიციას კახა ბუხრაძე აღარ უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფომრაციით, ბუხრაძემ თანამდებობა უკვე დატოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახა ბუხრაძეს ლევან მაისურაძე შეცვლის, რომელიც ამჟამად რუსთავის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელია.
შემოსავლების სამსახურის სპეციალისტი მადონა ჯიქია "ფეისბუქზე" ჰყვება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის დედის შესახებ, რომელიც შვილის პენსიას გაჭირვებულებს ახმარს.
თბილისის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე იქნება-ამ საკითხზე მმართველი გუნდი, გუშინ ,მუხრანში გამართულ დახურულ შეხვედრაზე შეთანხმდა.
ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს- აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ავღანს მუხტარლის გატაცების საქმეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ეხმაურება.