საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი,ზაზა ფაჩულია, კარიერას ასრულებს.მისი თქმით, 2017 წლის ევრობასკეტი ბოლო ტურნირი იყო საერთაშორისო არენაზე.
ძლიერი ქარის გამო, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ხე მოტყდა და ერთ-ერთ ავტომობილს დაეცა.
თემქაზე, თბილისის ზღვის ასასვლელთან ,,მეფეთა სავანის" მონუმენტთან ბალახს ცეცხლი უკიდია.
თელავში ღვინის კომპანია "ჯივიესის" მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ჯერ ბალახს მოედო, შემდეგ კი ვენახებზეც გადავიდა.
ქობულეთში რუსული ორგანიზაცია «Офицеры России»-ს წარმომადგენლები ისვენებენ. ისინი საქართველოში მანქანებით შემოვიდნენ, სადაც საქარე მინაზე მიმაგრებული საშვი არც კი მოუხსნიათ. ერთერთი ასეთი მანქანის ფოტო ქობულეთში ირაკლი პარკაიამ გადაიღო.
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "აფხაზეთის ხმასთან" აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, "ქართული მარშის" ერთერთი ინიციატორი და ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და ერეკლე მეორეს საზოგადოების ლიდერი არჩილ ჭყოიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელისუფლება მის წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებს.
ხანძარი ხულოში - ცეცხლი მთა შავნაბადაზე ნაძვის ხეებს უკიდია. მიუდგომელი ტერიტორიის გამო ტექნიკის მისვლა ცეცხლის კერებთან შეუძლებელია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად ცესკოში დარეგისტრირდა.
მავთულხლართები, დამატებითი ბარიერები და ცოცხალი ძალის სახით - მესაზღვრეები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები: ასე გამოიყურება სასაზღვრო-გამშვები პუნქტი "კრაკოვეცი" უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, სადაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.