ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში, ცენტრალური ბაზრის შესავლელთან სისხლიანი გარჩევა, რომელსაც თან სროლაც ერთვოდა, ორი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ერთი მძიმედ დაჭრილი პირი სოხუმშია გადაყვანილი.
ოკუპირებულ დონბასში რუსი და უკრაინელი კინომსახიობი ანატოლი პაშინინი მოკლეს, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა. ინფორმაცია, რომელიც ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ორჭოსანში მდებარე რუსეთის საოკუპაციო ბაზის სამხედროები ყარაფილის მიმართულებით აქტიურად გადაადგილდებიან. ოკუპანტების გააქტიურება ერგნეთის მიმართულებითაც შეიმჩნევა. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს, რომლის მოხალისეები, უკვე 46 დღეა, საოკუპაციო ზოლზე სამოქალაქო მონიტორინგს ატარებენ.
"საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს, მოსპეს და, სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე. მესამე პრეზიდენტს რუსი ოლიგარქი საქართველოში არ უშვებს. თუ ეს ორი ოლიგარქი (ივანიშვილი და პოროშენკო, -რედ. შენიშვნა) მოილაპარაკებს და შეასრულებს პუტინის გეგმას, მომიტაცებს უკრაინიდან და გადამცემენ ივანიშვილის პირად პატიმრად, მაშინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს: თქვენ მზად ხართ ასეთი სირცხვილისთვის? -
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 10 სექტემბერს უკრაინაში პოლონეთიდან შესვლას აპირებს, "არჩევანში" აცხადებს, რომ მისი უკრაინული პასპორტი გაუქმებულია და, ფაქტობრივად, არცერთი ქვეყნის ლეგალური დოკუმენტი აღარ აქვს, რადგან საქართველოში მართვის მოწმობაც დაკარგა.
საბურთალოზე რუსეთის მოქალაქეს სამმა პირმა სცემა. დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას, რომელსაც შსს-ში ადასტურებენ, "კვირა" ავრცელებს.
ხანძარი თემქაზე ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლი არაშენდას ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ ბალახს გაუჩნდა. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. საბოლოოდ, თემქაზე დაახლოებით 2 ჰექტრამდე ფართობი დაიწვა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი,ზაზა ფაჩულია, კარიერას ასრულებს.მისი თქმით, 2017 წლის ევრობასკეტი ბოლო ტურნირი იყო საერთაშორისო არენაზე.
ძლიერი ქარის გამო, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ხე მოტყდა და ერთ-ერთ ავტომობილს დაეცა.
თემქაზე, თბილისის ზღვის ასასვლელთან ,,მეფეთა სავანის" მონუმენტთან ბალახს ცეცხლი უკიდია.