კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა. მოახლოებული საფრთხის შედეგად საცხოვრებელი სახლები 16 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
მასშტაბური ხანძრის შემდეგ, რომელსაც 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, საბერძნეთის ატიკის რეგიონში ახლა უკვე წყალდიდობას ებრძვიან.
4 ადამიანი დაჭრეს ბათუმში - შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სტეფანწმინდაში, მყინვარწვერიდან რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს.
რუსეთში, პატიმრის წამებაში ბრალდებული, ციხის ექვსი თანამშრომელი დააკავეს.
იაპონიაში რეკორდული სიცხეები გრძელდება. ტოკიოს მახლობლად მდებარე დასახლებაში დღეს ჰაერის ტემპერატურამ 41 გრადუსს გადააჭარბა, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სტამბოლში ბოსფორის სრუტე ათასობით ადამიანმა გადაცურა. მსოფლიოს ერთადერთ კონტინენტთაშორის მარათონში მონაწილეობა წელს, 2 ათას 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ვლადიმერ პუტინის მორიგი გაფრთხილება დასავლეთს. რუსეთის ლიდერი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მსურველებს დაფიქრებას ურჩევს.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია კვლავ გრძელდება, რაც აუარესებს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც გავლენა მოხდინა კონფლიქტმა - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მოსკოვი თბილისს სრულმასშტაბიანი ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს.